მა მბ მგ მდ მე მზ მთ მი მკ მლ მმ მნ მო მპ მჟ მრ მს მტ მუ მფ მქ მღ მყ მშ მჩ მც მძ მწ მჭ მხ მჯ
მთა მთე მთვ მთი მთლ მთნ მთო მთქ მთხ

მთვრალი

arc. ლექა (დიდად მთვრალი)
Synonym: დანათვერი, ნამთვრალევი, ნაღვინევი (ნაღვინები), ნასასმლარი, ნამუსრევი, გალეშილი, გალექებული, ღვინით გახეთქილი, ღვინით გამტყვრალი, ღვინოში დამბალი, ღვინოში ჩაბუჟებული, ღვინით გაჟიჟინებული, გამობრუჟული, ზარხოში (ზარხოშად იყო), ნასვამი, ხმეული, დალეული, მახმური, შეზარხოშებული, შექეიფიანებული, ნაქეიფარი, ნაბახურევი, თათარიახნად, შეღვინიანებული, გადაკრულშია, ენას ძლივს ავლებს, შებრუჟული, გადაკრული, გადაყლურჭული, ჩაღლეული, შეჭიკჭიკებული, გადაჭინჭილებული, მომთვრალო, ღრეული, ჩაბუჟბუჟებული

„მისის კითხვით წამოვსულვარ არ მთვრალურად, არ მახმურად“. (შოთა)
„ნასასმლარი ხალხი შმუშვნით დგებოდა ფეხზე, მასპინძლებიც აღვიძებდნენ“. (ვაჟა)
„გალექებული მოჰყვები
უწყვეტლივ ბოდვას, ყბედობას“ (ალ. ყაზბეგი)
„ნაღვინები არიან და რაღაც უხეიროდ იღმიჭებიან“. (შ. დადიანი)
„მღერის გული ანატოკი,
გული ცრემლით დანათვერი“. (ი. გრიშაშვილი)
„გზირიც არყისგან გამტყვრალი,
გორაობს როგორც ღორია“. (რ. ერისთავი)
„ბიჭო შენ, შენ ძალზე მთვრალი ხარ! „ჰო, ვარ რაღა, ისე, თათარიახნად“. (ავქსენტი ცაგარელი)

Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. – 559 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9