მა მბ მგ მდ მე მზ მთ მი მკ მლ მმ მნ მო მპ მჟ მრ მს მტ მუ მფ მქ მღ მყ მშ მჩ მც მძ მწ მჭ მხ მჯ
მოა მობ მოგ მოდ მოე მოვ მოზ მოთ მოი მოკ მოლ მომ მონ მოო მოპ მორ მოს მოტ მოუ მოფ მოქ მოღ მოყ მოშ მოჩ მოც მოძ მოწ მოჭ მოხ მოჯ მოჰ

მოკვდა

Ch. მიძინება (ღვთისმშობლის მიძინება)
Synonym: გარდაიცვალა, მიიცვალა, უფლისად მიიცვალა, ღვთივ განისვენა, გათავდა, განისვენა, წიაღსა შინა აბრამისასა განისვენა, აღესრულა, სიცოცხლეს გამოესალმა, სიცოცხლე შესწირა, სიცოცხლეს გამოეთხოვა, მზეს მოსწყდა, წუთისოფელს მოსწყდა, წუთისოფელმა ამოჭამა, წუთისოფელი მოჭამა, დღე გაუშავდა, სული განუტევა, სული დალია, სული ამოუვიდა, სული ამოხდა, სული ამოსძვრა, სული ღმერთს მიაბარა, სული გასძვრა, გაგრილდა, სამუდამოდ მიიძინა, მიწას ამოეფარა, მიწამ პირი უყო, თქვენი ჭირი წაიღო, ბუნებას ვალი მისცა, განვლო ცხოვრება თვისი, განვლო წელნი თვისნი, დაასრულა ცხოვრება, სამუდამოდ მიიძინა, ბოლო მოეღო, თავი გასწირა (შესწირა), თავი ანაცვალა, თავი შეაკლა, ვერ მოესწრო (საწყალი! შვილების ბედნიერებას ვერ მოესწრო), სიცოცხლე შეალია, სიცოცხლე გასწირა, გადაეგო, უშვილოდ გადაეგო, უშვილოდ ამოწყდა, არ დასცალდა, ხელიდან გამოცლა (საღ-სალამათი ადამიანი უეცრად ხელიდან გამოგვეცალა), საიქიოს გაემგზავრა, მუცელს გადაჰყვა, მიწა ამოავსო, ჩაბარდა პატრონს, გაიგუდა, ჩაკვდა, ჩაიღრძო, ჩაძაღლდა, ძაღლივით ჩაკვდა, ირონ, ფეხები ფშიკა, წაპარჭიკდა, შაბზე წავიდა, მარილზე წავიდა, წერილი წაიღო, წერილი დაწერა, ტყავი გაჭიმა, იმ სოფლიდან მოკითხვა შემოგითვალათ, მიქელ-გაბრიელი თავს წაადგა, საწუთრო დატოვა, ყალიონი მიაყუდა.

მას აღარა შეესმოდა,
სოფლით გაღმა გაებიჯა.
(შოთა)

ის ოხერი (ლუარსაბი) როდის იქნება ჩაძაღლდეს. (ილია)

ჯავრისაგან (ლუარსაბი) იმ კალმახს ლაზათიანად მიძღა და ჩაბარდა პატრონს. (ილია)

მწუხარებამ წუთისოფელს მოაშორა. (დ. კლდიაშვილი)
Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9