Synonym: გამხიარულება, მოლხენა, სალბუნი (გულს და სულს ესალბუნება), ლხენა (სული ილხენს), სიხარული, ლაღობა, შექცევა, ზარი, ზეიმი, ზადიკი, დღესასწაული (სულით ვზეიმობ, ვდღესასწაულობ), შვება, შვება-ლხენა, დალხინება, სიამე, ამება, სიამტკბილე, სიტკბოება, ნეტარება, სიამოვნება, სიმხიარულე, გახალისება, სამოთხის კარი გაეღო, გულის გაღება, ცას ეწია სიხარულით, ფეხზე აღარა დგას, ქუდი ჭერს ჰკრა (სიხარულისაგან).
ზეიმი და ზარი იყო,
სპანი ველთა დაჰფარვიდეს. (შოთა)
ავივსე ლხინით და სიამითა. (ილია)
ნათელი და ბნელი, ტკივილი და ამება ერთმანეთში გაება და ჩაეწნა. (ილია)
ცხენს შემსხდარნი რაინდები მკერდით აძგერებდნენ... ტაიჭებს და ამით ლაღობდნენ. (შ. დადიანი)
წყალში მყოფებმა თავად ისალბუნეს, პირისახეზე გადაივლეს თითო-ოროლა პეშვი. (ლ. გოთუა)
Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.