სა სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სქ სყ სც სწ სხ სჯ
სი! სია სიბ სიგ სიდ სივ სიზ სით სიკ სილ სიმ სინ სიო სიპ სიჟ სირ სის სიტ სიუ სიფ სიქ სიღ სიყ სიჩ სიც სიძ სიწ სიჭ სიხ სიჯ

სიცხე

  1. Synonym: ჩამოცხომა, მზის გული, პაპანება, ალხი, სიცხე აჭერს, მზე სხივებს აჭერს, პაპანაქება, ხორშაკი, ხვარშაკი, ხვატი, ბუღი (ბუღი ჩამოწვა, ბუღი დგას), ლული, მზე, იკბინება, მზე კისერში აჭერს, ალმური, ქვეყანა იწვის.

    სიცხეა, სიცხე სულშემხუთველი. ყანაში ალმური ასდის პურს. (ნ. ლორთქიფანიძე)

    პაპანებაა, ბუღი დგას,
    უჭირს საბრ ალო ყანასა.
    (რ. ერისთავი)

    ამ პაპანაქება სიცხეში მგზავრობა არც სასიამოვნოა, არც სასარგებლო. (ნ. ლომოური)

    ცხელა და ცხელა, პაპანებაა. (რ. ერისთავი)

    ჩამოგვიცხა, ჩამოგვიცხა,
    ქერს მოორჩნენ და პურსა მკიან.
    (რ. ერისთავი)

    ჰაერში ისეთი სიცხის ლული ტრიალებდა, რომ კაცს ეგონებოდა, რომ გახურებული თონის პირას ვიმყოფებოდიო. (ი. გოგებაშვილი)

    ზაფხულის მზე ძალზე იკბინება. (რ. ქორქია)
    See also: ალხი
  2. Synonym: სიმხურვალე, მხურვალება.
    Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9