ტა ტბ ტე ტვ ტი ტკ ტლ ტმ ტო ტრ ტუ ტყ
ტია ტიბ ტივ ტიზ ტიკ ტილ ტიმ ტინ ტირ ტიტ ტიღ ტიხ

ტირილი

  1. Synonym: ატირება, გამოტირება, წამოტირება, ტირილით დაოსება, ტირილით გასკდომა, ტირილით თვალების დაღუდუდება, თვალებზე ცრემლის მოსვლა, ტირილით თვალების დასივება, გულამოსკვნით ტირილი, მოთქმა-ტირილი, მოთქმა-გოდება, მოთქმა-ზარი, მოთქმა-კვნესა, მოთქმა-ჩივილი, თავ-პირში წაშენა (წაიშინა), გლოვა, ზარი, მოთქმა, გოდება, ზლუქუნი, ღაღადი, ზრუნი, ზმუკუნი, სლუკუნი, სლუკ-სლუკი, ქვითინი, ქვითქვითი, ვალალი, ამოყკდა, ცრემვლა (რას იცრემლები?), ცრემლების დაღვრა, ცრემლად დაღვრა, ცრემლების ფრქვევა, ცრემლების მორევა, ღაპაღუპი (ღაპაღუპით ჩამოსდის), ცრემლების ღაპაღუპით დენა, ცრემლების გადმოყრა, ცრემლების გადმოგდება, ცრემლად დაცლა, ცრემლები წასკდა, ცრემლებით იხრჩობს თავს, (მწარე ცრემლი) ცრემლის ლული, ცრემლებისგან ყიყვები ყელში ეჩრება, ბზუკუნი, ჩაბჟირება (ბავშვი ტირილისგან ჩაბჟირდა), ამოჯდომა გულისა, აჩვილება, აჩუყება, ვაება, ვაგლახი, აბღავლება, აბღვრიალება, აღრიალება, მდუღვრა (იმდუღრება), მდუღარების ფრქვევა, თავზე ნაცრის დაყრა, წირპვლა (რას იწირპლები?), ფშრუკუნი (ბავშვის წყრომა-ტირილი).

    ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა,
    ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის.
    (ნ. ბარათაშვილი)

    ზარით, ღრიალით მიწას მომაყრის. (ნ. ბარათაშვილი)

    არ მოვბრუნდე, მომიგლოვე,
    მიტირე და მივაგლახე.
    (შოთა)

    გულამოხვინჩვით დაიწყო
    ასკეცად ცრემლთა დინება.
    (შოთა)

    თვალთა, ვითა მარგალიტი,
    გადმოყარა ცრემლი ხშირი.
    (შოთა)

    ვითა სიცილი ტირილსა,
    ვაგლახი მიჯობს მღერასა.
    (შოთა)

    სამგლოვიარო ძაძას ჩავიცვამთ,
    თავზე დავიყრით ნაცარსა და მტვერს.
    (აკაკი)

    გულამოსკვნილი ვსტიროდი:
    „სადა ხარ, ჩემო სულიკო?“
    (აკაკი)

    რას მოთქვამ გულამოსკვნილი,
    გაგიწეწია კავები?
    (რ. ერისთავი)

    დედა! – დაიწყო ფშრუკუნი ერთმა ბავშვმა. (ა. ყაზბეგი)

    რიგი დაიწყო ჩვეულებრივ ტირილით, გოდებით, მოთქმა-ზარით. (ვაჟა)

    აეღო მთელი მთა-ბარი
    ქალთამზის მოთქმა-კვნესასა.
    (ვაჟა)

    თავი ანებეთ მოთქმა-ტირილსა,
    ხმას ნუ დამიყრით მე სიკვდილისას.
    (გ. ლეონიძე)

    ტაგუიამაც შეწყვიტა მოთქმა-გოდება და ისიც სულგანაბული ყურს უგდებდა. (უიარაღო)

    ზურიამ ვეღარ გაუძლო დედაკაცების მოთქმას და ცხვარში წავიდა. (მ. მრევლიშვილი)
  2. abbr. მოძვ. – გვრინი, გვრინვა, ხმით (მოთქმით) ტირილი, დათვალვა (დაუთვალა)
    Synonym: დატირება, გამოტირება, გოდება, გლოვა, გლოვა-გოდება, გამოგლოვება.
    Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9