ჩა ჩე ჩვ ჩი ჩლ ჩმ ჩნ ჩო ჩრ ჩუ ჩქ ჩხ
ჩაა ჩაბ ჩაგ ჩად ჩავ ჩაზ ჩათ ჩაი ჩაკ ჩალ ჩამ ჩან ჩაპ ჩარ ჩას ჩატ ჩაუ ჩაფ ჩაქ ჩაღ ჩაყ ჩაშ ჩაჩ ჩაც ჩაძ ჩაწ ჩაჭ ჩახ ჩაჯ

ჩაგვრა

Synonym: დაჩაგვრა, შევიწროვება, დათრგუნვა, დაბეჩავება, თავის ჭკუაზე ატარებს, დაბრიყვება, დაჩოლფოთება, ვაი-ვაგლახს დააყრის, ვაი-ვაგლახს დააწევს, შავი დღის დაყრა, დღეს უმწარებს, სიცოცხლეს უმწარებს, სისხლის გაშრობა (სისხლს უშრობს), დაბალი ღობე (დაბალ ღობედ მიაჩნია), ჯაბნა, დაჯაბნა, დევნა, მუხრუჭის მოჭერა, ხელში ჩაჭერა (ხელში ჰყავს მაგრად ჩაჭერილი), კისრის მოგრეხა, მოშთობა, მოხრჩობა, შეჭირვება, გათელვა, ფეხქვეშ გათელვა, გაქელვა, მიწასთან გასწორება, გასრესა, დამძლავრება, ხშობა, სულის ამოხდა, სულს აძრობს, ოფლს აწურვინებს, წელს აწყვეტინებს, ტყავის გაძრობა (ტყავს აძრობს), ნემსის ყუნწში გაძვრენა, ყვლეფა, მოჩილებაში ყოლა, დაძაბუნება, გასაქანს არ აძლევს, დამონება, დამონავება, უღლის დადგმა, ჩამწარება, სიცოცხლის, ჩამწარება, ჩაშხამება, (წუთისოფელი ჩაუშხამა), ჯანის გაგდებინება, წელის ათრევინება (მეტის მეტი მუშაობით წელს ათრევინებს),, სიქას აცლის მუშაობით, სიქას აგდებინებს, ყვლეფა (ძველად მამასახლისები სოფლად მოსახლეობას ყვლეფდნენ).

„უღელზე კიდევ უღელს დაგვადგამენ“ (აკაკი)

„ჩემი გასრესა რომ მოინდომე, დავით, არ იცოდი, მეც სამაგიეროს გადაგიხდიდი?“ (ე. ნინოშვილი)

„მრავალს უხაროდა ამ კაცის დაცემა და მიწასთან გასწორება.“ (ლ. არდაზიანი)

„გაფრთხილდებიან..., კაცად ჩაგვაგდებენ, თორემ თემის აგრე დაჩოლფოთებაც ხომარ იქნება?“ (ა. ყაზბეგი)

Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9