ცა ცბ ცდ ცე ცვ ცთ ცი ცლ ცმ ცნ ცო ცრ ცუ ცქ ცხ
ცეკ ცელ ცემ ცერ ცეტ ცეც ცეხ

ცეკვა

Synonym: სამა, როკვა, ფუნდრუკი, ფეხის გაშლა, თულო, შუშპარი, თამაში, ჩამოვლა (ქართული ჩამოუარა), დავლა (კინტოური, ბაღდადური დაუარა), ბუქნით ცეკვა, ფერხული (ფერხულის დაბმა, ფერხულის ჩაბმა, ფერხულის თამაში), ფერხისი, მოძვ. კოჭა („ცეკვაა ბუქნასავით“ – საბა), ბასტი („ცეკვა არს ფერხის ცემითა“ – საბა), გოგმანი („სანდომი, ჩქარი როკვა“ – საბა), დავლური ხუნტრუცი.

„საერთო ფერხულს ჩავაბამთ,
ჩავახმატკბილებთ არესა“
(შ. მღვიმელი)

„წისქვილიც მათი ამყოლი
ცეკვავს და უვლის ბუქნასა“
(რ. ერისთავი)

„როგორ გშვენის ეგ დავლური,
მალაყები და ხტუნვაო“
(აკაკი)

„მწვანედ გადაშლილს ხეებსაც შტოები გაეშვირათ და ერთმანეთში ისე გადახლართულიყვნენ, თითქოს საერთო ფერხული დაუბამთ“ (ა. ყაზბეგი)

„ალბათ, თავისი ხსნისათვის შეუფერებლად მიაჩნია „ხუნტრუცი“ (ი. ზურაბიშვილი)

Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. – 559 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9