ხა ხდ ხე ხი ხლ ხრ ხუ
ხილ

ხილვა-ჲ

I. მხედველობა – ὄψις ἡ – და არს უკუჱ ესე წინამდებარე ნივთი მის-შორისი, ხოლო შემწყნარებელად ხილვისა თჳთ თუალი ითქუმის ნივთად, და იწოდების უკუჱ ესე სეხნაობით თუალადვე, არამედ გუარი ვინაჲვე და „შემასრულებელი“ თჳთ იგი პირველი მხედვარეობაჲ არს თუალისაჲ და შემძლებელი ხედვასა მისდა მიცემად (ნემეს., პეტრ., 37, 1-6); ხოლო ცაჲ და ქუეყანაჲ შემოგჳსაზღვრებს ჩუენ ხილვისა მიერ და ცნობისა ყოველთავე არსთა მათ შორის დაბადებასა (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., II, 5);

II. გამოცხადებითი ხილვა – ὅρασις ἡ – ხილვაჲ იგი, რომელი ეჩუენა ღმრთის-მეტყუელსა, ერთისა მიერ იყო ჩუენთა ზედამდგომელთა წმიდათა და ნეტართა ანგელოზთაგანისა და განმანათლებელისა (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.4); უწინარეს დასასრულისა ლოცვათაჲსა გამოუჩნდის მას ხილვაჲ წმიდაჲ და წყალობის მომრთუმელი (არეოპ., ეპ., ეფრ., 8.6); ხილვაჲ (საღმრთოჲ) – θεία ὅρασις ἡ – და გნებავს თუ საღმრთოჲცა ხილვაჲ წმიდისა ვისმე კაცისაჲ მოვიჴსენო (არეოპ., ეპ., ეფრ., 8.5);ἔμφασις ἡ – საღმრთოთა მათ ხილვათაჲ ... მარადის წმიდად და შეუმრღუეულად შეკრძალვაჲ და დაცვაჲ შეურევნელად ქუემოთა ამათგან სახეთა საცთურებისათა (ნაზ., ჰომ., ტბელ. 2,7);ἐπιφάνεια ἡ – იტყოდა უკუე არა ღირსად თავსა თჳსსა ხილვისათჳს და ზრახვისა საღმრთოჲსა (ნაზ., ჰომ., ტბელ. 9,41);

III. θεώρημα τό – განჭვრეტა, გამოკვლევა – განჴდაჲ არს ხილვაჲ ვიეთთამე განწვალებისა და სივლტოლისაჲ (დამასკ., დიალ., ეფრ. 51,9);

IV. გრძნობითი აღქმა – αἴσθησις ἡ – ვითარ უკუე თანაეზიარების იგი ხილვასა და გინა ვითარ დაიფარვის იგი ხილვისაგან? (ნაზ., ჰომ., ტბელ. 28,21);

V. – εἶδος τό – კაცობრივითა სახითა და ხილვითა უწინარეს (ნაზ., ჰომ., ტბელ., ეპ. კლიდ., 24)

Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9