ბგერის არეკვლა რაიმე საგნებზე (მაგ., კედელზე, ტყეში) და უკან დაბრუნება, რაც ყურით აღიქმება როგორც პირველადი ბგერის გამეორება; გამოძახილი, ნახმევი; ბერძნული მითოლოგიის ნიმფა Ēchō-ის სახელის მიხედვით, რომელიც დაისაჯა ყბედობისათვის და დაკარგა ლაპარაკის უნარი; შეეძლო მხოლოდ სხვისი ნათქვამის დაბოლოების გამეორება.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი