A B C D E F G H I J K L M N

კა კე კვ კი კლ კნ კო კრ კტ კუ
კუა კუბ კუვ კუზ კუი კუკ კულ კუმ კუნ კუო კუპ კურ კუს კუტ კუძ კუხ

კურსი

L. cursus
"სრბოლა", "მიმდინარეობა"
1. სვლის მიმართულება: გზა (გემისა, თვითმფრინავისა და სხვ.).
2. მიმართულება, გეზი, ორიენტაცია (პოლიტიკაში, ეკონომიკასა და მისთ.).
3. რაიმე მეცნიერების ან მისი ცალკეული ნაწილის სისტემატური გადმოცემა უმაღლეს სასწავლებლებში; სახელმძღვანელო, რომელიც ასეთ გადმოცემას შეიცავს.
4. სწავლების დასრულებული ციკლი. მაგ., საშუალო სკოლის კურსი.
5. უმაღლეს და სპეციალურ საშუალო სასწავლებელში: სწავლების ესა თუ ის წელი, საფეხური; სტუდენტები, მოსწავლეები, რომლებიც გადიან ამ საფეხურს.
6. კურსები - მოკლევადიანი სასწავლებელი, რომელიც იძლევა მომზადებას რაიმე ვიწრო სპეციალობაში.
7. სამკურნალო პროცედურათა დასრულებული ციკლი.
8. საბჭოთა კავშირში: ფასიანი ქაღალდების ღირებულება, რომელიც წესდება სპეციალური სახელმწიფო ნორმატიული აქტებით.
9. კაპიტალისტურ ქვეყნებში: ფასი, რომლითაც ბირჟაზე იყიდება აქციები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9