თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობაში მიღებული ტერმინი; აღნიშნავს ტექნიკურ ცოდნას, რომელიც გამოხატულია პირველ ყოვლისა ტექნიკური დოკუმენტაციის, საწარმოო გამოცდილებისა და პროფესიული ჩვევების ფორმით; სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაში „ნოუ-ჰაუს გაცვლაში“ იგულისხმება სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის გაცვლა, საწარმოო კადრების ურთიერთგაგზავნა მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად და სხვ.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.