1. ერთნაწილიანი პიესა, რომელიც გამოირჩევა კომპოზიციის განსაკუთრებული თავისუფლებითა და სხვადასხვა ხასიათის მუსიკალური სახეების კონტრასტული დაპირისპირებით;
2. საკრავიერი პიესა, რომელიც გამოირჩევა მუსიკის ფანტასტიკური, უჩვეულო ხასიათით.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი