ჩემპიონ-ი [ინგლ.champion] - წოდებულება, რომელიც ენიჭება პირველობაზე გამართულ სპორტულ შეჯიბრებაში გამარჯვებულს; ამ წოდებულების მქონე პირი, გუნდი. აბსოლუტური ჩემპიონი - სპორტის ზოგიერთ სახეობაში (მაგ., ტანვარჯიშში): წოდებულება, რომელიც ენიჭება მრავალჭიდის ცალკეულ სახეობებში გამარჯვებულთა (ჩემპიონთა) შორის პირველ ადგილზე გამოსულს.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი