ნა ნბ ნგ ნდ ნე ნთ ნი ნკ ნნ ნო ნჟ ნრ ნტ ნუ ნქ ნჩ ნც ნძ ნწ ნჭ ნჯ ნჷ
ნა- ნა{ ნაა ნაბ ნაგ ნად ნაე ნავ ნაზ ნათ ნაი ნაკ ნალ ნამ ნან ნაო ნაპ ნაჟ ნარ ნას ნატ ნაუ ნაფ ნაქ ნაღ ნაყ ნაშ ნაჩ ნაც ნაძ ნაწ ნაჭ ნახ ნაჯ ნაჰ ნაჸ

ნა-

პრეფიქსი აწარმოებს: 1. ვნებითი გვარის წარსული დროის მიმღეობას: ნა-ჭვ-ი ნაწვი, ნა-რჩხ-ი ნარეცხი, ნა-ბირ-ა ნამღერი, ნა-ძირეფ-ი ნანახი, დჷ-ნა-რჩეფ-ი დანაგები. შდრ. ლაზ. ნა: ნა-ნჭვალი ნაწველი (რძის ნაწარმი) (ეტიმოლ., გვ. 355). 2. -ა, -ე, -უ, -ელ, -ერ//-უერ, -ენჯ//-ჯ სუფიქსებთან ერთად (ნა- — -ა, ნა- — -ე, ნა- — -უ, ნა- — -ელ, ნა- — -ერ//-უერ, ნა- — - ენჯ//-ჯ) — ასევე ვნებითი გვარის წარსული დროის მიმღეობას: ნა-ჸონ-ა ნამყნობი, ნა-ხელ-ე ნახელავი (შდრ. ხელუა ხელოვნობა), ნა-რაგად-უ ნათქვამი, ნა-ჯუმ-ელ-ი//ნა-ჯუმ-ა თან წაღებული, ნა-თხუ-ერ-ი ნათხოვი, ნა-ჩხუბ-ერ-ი ნაჩხუბარი, ნა-ხაჩქუ-ერ-ი გასამრჯელო თოხნისათვის, ნა-ბირ-უერ-ი სიმღერის საფასური (შდრ. ბირა მღერა), ნა-ხვ-ენჯ-ი//ნა-ხვენ-ჯ-ი ნაჯდომი (შდრ. ხვენა ჯდომაა)... 3. -ა, -უ//-ჷ, -ენ, -ერ სუფიქსებთან ერთად (ნა- — -ა, ნა- — -უ//-ჷ, ნა- — -ენ, ნა- — -ერ) — წინავითარების სახელებს: ნა-ხურგ-ა//ნა-ხურგ-უ ნასაზღვრი (შდრ. ხურგი საზღვარი), ნა-ქომონჯ-უ ნაქმარევი, ნა-შქასერ-უ ნაშუაღამევი, ნა-ოსორიშ-ენ-ი//ნო-ოსორიშ-ენ-ი ნავახშმევი, ნა-ახალწან-ერ-ი//ნო-ახალწან-ერ-ი ნაახალწლევი... 4. -უ//-ჷ, -უუ, -ურ, -უშ-ი სუფიქსებთან ერთად (ნა- — -უ//-ჷ, ნა- — -უუ, ნა- — -ურ, ნა- — -უშ-ი) — გეოგრაფიულ სახელებს (განსაკუთრებით მიკროტოპონიმებს): ნა-ბამბ-უ//ნა-ბამბ-უუ (ღ ნა-ბამბ-ოუ) ნაბამბარი, სადაც ბამბა იყო; ნა-ჯიხ-ურ-ი//ნა-ჯიხ-უ ნაციხარი, სადაც ციხე იყო (შდრ. ჯიხა); ნა-ფიჩხ-ურ-ი ადგილი, სადაც ფიჩხაიას გვარი ცხოვრობდა; ნა-ზოდელ-უშ-ი (ტყა) ადგილი, სადაც ზოდელავების ტყე იყო; ნა-ჯარ-უშ-ი ნაჯარალი — ადგილი, სადაც ჯარობა იცოდნენ... 5. -ალ, -ორ სუფიქსებთან ერთად (ნა- — -ალ, ნა- — -ორ — ერთ შემთხვევაში) — წილობით რიცხვით სახელებს: ნა-ჟირ-ალ-ა//ნა-ჟირ-უ-ა ნაორალი, ტყუპის ცალი (შდრ. ჟირი ორი); ნა-ხუთ-ალ-ი ნახუთალი (შდრ. ხუთი ხუთი); ნა-ვით-ალ-ი ნაათალი (შდრ. ვითი ათი); ნა-სუმ- ორ-ი ნასამალი (შდრ. სუმი სამი). 6. -ია სუფიქსთან ერთად (ნა- — -ია) — კნინობითი (დამცირებითი!) ნიუანსი შეაქვს სახელის მნიშვნელობაში: ნა-ოსარ-ია (//ნო-ოსარ-ია) ნაპერანგალი, უვარგისი პერანგი (შდრ. ოსარე პერანგი); ნა-ქუდ-ია//ნო-ქუდ-ია უვარგისი ქუდი (შდრ. ქუდი ქუდი); ნა-ბურჭულ-ია//ნო-ბურჭულ-ია ნაწალდარი, უვარგისი წალდი (შდრ. ბურჭული წალდი).
See also: ნო-
Source: მეგრულ-ქართული ლექსიკონი = Megrelian-Georgian dictionary : [3 ტომად] / ოთარ ქაჯაია ; [სარედ. საბჭო: თ. გამყრელიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]]. - თბილისი : ნეკერი, 2001. - 29 სმ..
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9