ნა ნბ ნგ ნდ ნე ნთ ნი ნკ ნნ ნო ნჟ ნრ ნტ ნუ ნქ ნჩ ნც ნძ ნწ ნჭ ნჯ ნჷ
ნო- ნო{ ნოა ნობ ნოგ ნოდ ნოვ ნოზ ნოთ ნოი ნოკ ნოლ ნონ ნოო ნოპ ნოჟ ნორ ნოს ნოტ ნოფ ნოქ ნოღ ნოყ ნოშ ნოჩ ნოც ნოძ ნოწ ნოჭ ნოხ ნოჯ ნოჸ

ნო-

pref.
(ქართული ნა-ს შესატყვისი) აწარმოებს: 1. წარსულდროიანი ვნებითი გვარის მიმღეობას: ნო-კვეთი ნაჭერი (შდრ. კვათუა ჭრა,კვეთა); ნო-ტეხი ნატეხი (შდრ. ტახუა ტეხა); ნო-თირი {გამო}ნაცვალი (შდრ. თირუა ცვლა); ნო-წკერი ნაპობი (შდრ. წკირუა პობა). შდრ. ლაზ. ნოველი კვალი, ნავალი (ნ. მარი). 2. მარტო ან -ევ-, -ენ- სუფიქსებთან ერთად (ნო- — - -ევ-, ნო- — - -ენ-) — ზოგიერთ გეოგრაფიულ სახელს: ნო-ქალაქი//ნო-ქალაქ-ენ-ი ნაქალაქარი. ნო-ჯიხ-ენ-ი ნაციხარი (შდრ. ჯიხა ციხე); ნო-ბულ-ი//ნო-ბულ-ევ-ი//ნო-ბულ-ენ-ი ნაბლევი — სადაც ბლის ხე იდგა (პ. ცხად., კატალ., გვ. 56). 3. -ენ, - ერ სუფიქსებთან (ნო- — -ენ, ნო- — -ერ) — ზმნიზედების ერთ ჯგუფს: ნო-სადილ-ენ-ს სადილის შემდეგ (შდრ. სადილი სადილი); ნო-წირუ-ენ-ს წირვის შემდეგ (შდრ. წირუა წირვა); ნო-თანაფ-ენ-ს ნააღდგომევს (შდრ. თანაფა აღდგომა); ნო- ახალწან-ერ-ს ნაახალწლევს (შდრ. ახალწანა ახალი წელი). 4. იშვიათად -ილ, -უ სუფიქსებთან (ნო- — -ილ, ნო- — -უ) — წინავითარების სახელებს: ნო-დიხ-უ ნამიწარი (შდრ. დიხა მიწა); ნო-ჸუდ-უ ნასახლარი (შდრ. ჸუდე სახლი); ნო-ხორ-ილ-ი ნასახლარი (შდრ. ხორუა სახლობა); ნო-ქურ-ილ-ი ნაქუსლარი (შდრ. ქური ქუსლი)... 5. -ია სუფიქსთან (ნო- — -ია) ერთგვარი კნინობით-დამცირებითი ნიუანსი შეაქვს სახელის მნიშვნელობაში: ნო-ჩაფულ-ია ნახმარი, გამოუსადეგარი ფეხსაცმელი (შდრ. ჩაფულა ფეხსაცმელი); ნო-ჸუდ-ია ძველი და პატარა სახლი (შდრ. ჸუდე სახლი); ნო-შქართუნ-ია ძველი, უვარგისი საბანი (შდრ. შქართუნი საბანი). 6. -უე სუფიქსთან (ნო- — -უე) — წინარეწარსულ ფორმებს (მეოთხე სერიის მწკრივებს): ნო- თას-უე(ნ) თესავდა თურმე — ნათესავა (შდრ. თასუა თესვა); ნო-ნგარ-უე(ნ) ტიროდა თურმე — ნატირალა (შდრ. ნგარა ტირილი); ნო-ბირ-უე(ნ) მღეროდა თურმე — ნამღერალა (შდრ. ბირა სიმღერა); ნო-ჸუნ-უე(ნ) ჰყავდა თურმე — ნაყოლება (შდრ. ჸვენა// ჸვენუა//ჸუნუა ყოლა). 7. -უერ სუფიქსთან (ნო- — -უერ-) — ანაზღაურების გამომხატველ წარსულდროიან მიმღეობას: ნო-ხაჩქ-უერ-ი თოხნის, თოხნისათვის გასამრჯელო, ხელფასი (შდრ. ხაჩქუა თოხნა); ნო-ჭ-უერ-ი შეკერვის ფასი, გასამრჯელო (შდრ. ჭალა კერვა); ნო-ბირ-უერ-ი სიმღერის ფასი, გასამრჯელო (შდრ. ბირა სიმღერა). ნო-ს ხშირად ენაცვლება ნა-, ამიტომ ხშირია პარალელური ფორმები: ნობირუერი//ნაბირუერი.
See also: ნა-
Source: მეგრულ-ქართული ლექსიკონი = Megrelian-Georgian dictionary : [3 ტომად] / ოთარ ქაჯაია ; [სარედ. საბჭო: თ. გამყრელიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]]. - თბილისი : ნეკერი, 2001. - 29 სმ..
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9