ავ აკ ალ ამ არ აფ
აკა

აკაკი ასათიანი

დაიბადა 1953 წ., თბილისში, ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე. 1977წ. დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: მოსე თოიძის სახ. სამხატვრო სასწავლებელი, მასწავლებელი. საქინფორმი, მთარგმნელი. 1990 წლიდან არის ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე. 1990 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი და ბლოკის „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი, 1991- 1992 წ.წ. იყო ფრაქცია „მრგვალი მაგიდის“ წევრი, 1990-1991 წ.წ. - პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 1991-1992 წ.წ. – პარლამენტის თავმჯდომარე. 1992 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი, 1992-1995 წ.წ. იყო ფრაქცია “ტრადიციონალისტის” თავმჯდომარე. 1995 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიული სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. ჰყავს მეუღლე, ირინე აბულაძე და 2 შვილი.

მისამართი: თბილისი, არსენას ქ., 10,

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9