გა გე გი გო გუ
გიო

გიორგი ჭინჭარაული

დაიბადა 1947 წ., თიანეთის რ-ნის სოფ. საჭურე, ეკონომისტი, პროფესორი. 1971 წ. დაამთავრა თსუ ეკონომიკის ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: 1993 წლიდან დღემდე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის კათედრის გამგე, პროფესორი. 1988 წლიდან დღემდე არის საქართველოს მთიელთა საზოგადოების თავმჯდომარე. 1990 წლიდან დღემდე არის ეროვნული ერთიანობის პარტიის თავმჯდომარე. 1990 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა ბლოკის „საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია და მთიელთა კავშირი“ პარტიული სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. 1992 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა ბლოკის „საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია და მთიულთა კავშირი” პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი, 1992-1995 წ.წ. იყო ფრაქცია „ბორჯღალის” თავმჯდომარე, აგრეთვე იურიდიული და საფინანსო კომისიების წევრი. 1995 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი და პარტიული სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი.

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ., 37, კ.1ა/61, ტელ.: 29 46 51.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9