და დე
დავ

დავით ხომასურიძე

დაიბადა 1961 წ., თბილისში, ფიზიკოსი. 1986 წ. დაამთავრა თსუ ფიზიკის ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: 1978-1979 წწ. - თბილისის ქრომის წარმოების ტყავ-საწარმოო გაერთიანება, მუშა. 1980-1981 წწ. - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტი, ინჟინერი. 1986-1989 წწ. - სპი მეცნიერ-თანამშრომელი, 1989-1991 წწ. - საქართველოს სახალხო ფრონტთან არსებული „ერის ღირსების დამცველთა ასოციაცია „იმედი“, მეთაური. 1991- 1999 წწ. - საქართველოს შეიარაღებული ძალები, ბატალიონის მეთაური. 1999 წლიდან საქართველოს ეროვნულ-ქრისტიანული პარტიის თავმჯდომარე. 1990 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. 1995 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. ჰყავს მეუღლე, შორენა ქურთაშვილი და 2 შვილი.

მისამართი: თბილისი, გორგასლის ქ., 103, III კ., ბ. 12. ტელ.: 72 50 40

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9