ედ ერ
ედი ედუ

ედიშერ მაჩაიძე

დაიბადა 1956 წ. თბილისში, ინჟინერი, პედაგოგი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. დაამთავრა: 1979 წ. – სპი, სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტი, 1989 წ. – საქართველოს ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტი. 1988 წლიდან არის ჭიდაობის საერთაშორისო მსოფლიო სამოყვარულო ფედერაციის (FILA) მსაჯთა კოლეგიის წევრი. სამუშაო გამოცდილება: 1973-1980 წ.წ. – სპორტსაზოგადოება „დინამო“, სპორტის ინსტრუქტორი. 1980-1984 წ.წ. – საქ. ფიზიკური კულტურის და სპორტის კომიტეტი, სახელმწიფო მწვრთნელი. 1984-1988 წ.წ. – ჭიდაობაში უმაღლესი დაოსტატების სპეციალიზებული სპორტული სკოლა, დირექტორი. 1988წლიდან დღემდე – საქ. ფიზიკური კულტურის ტექნიკუმი, დირექტორი. 1994 წლიდან არის საქართველოს სპორტსმენთა კავშირის თავმჯდომარე. 1995 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა ბლოკის „რეფორმატორთა კავშირი – ეროვნული თანხმობა“ პარტიული სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. ჰყავს მეუღლე, თეა გვიმრაძე და 2 შვილი.

მისამართი: თბილისი, შატბერაშვილისქ., 2, კორპ. 8, ბინა 51.ტელ.: 29 03 29 მობილური: (877) 42 54 17

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9