დაიბადა 1950 წ., თბილისში, ექიმი-სტომატოლოგი. 1981 წ. დაამთავრა ქ. ჩიტის (რსფსრ) სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: 1969-1976 წ.წ. – თბილისის მე-9 სტომატოლოგიური პოლიკლინიკა, კბილის ტექნიკოსი. 1982-1983 დუშეთის საავადმყოფო, ექიმი; მე-9 სტომატოლოგიური პოლიკლინიკა, სტომატოლოგი. 1983-1985 წ.წ. – მე-3 სამედიცინო სასწავლებელი, მასწავლებელი; მე-10 სტომატოლოგიური პოლიკლინიკა, განყოფილების გამგე. 1985-1990 წ.წ. – მე-2 სტომატოლოგიური პოლიკლინიკა, ექიმი-ორთოპედი; რკინიგზის საავადმყოფოს თბილისის განყოფილება, ექიმი-სტომატოლოგი. 1990-1991 და 1992- 1995 წ.წ. - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კომისიის თავმჯდომარე. 1981-1987 წ.წ. - სკკპ წევრი, პარტორგანიზაციის თავმჯდომარე. 1987-1990 წ.წ. - წმინდა ილია მართალის საზოგადოების წევრი, გამგეობის წევრი. 1990 – 1991 წ.წ. - მერაბ კოსტავას საზოგადოების გამგეობის წევრი. 1991 წლიდან არის მერაბ კოსტავას საზოგადოების თავმჯდომარე. 1990 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი ბლოკიდან „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ცხინვალის რაიონში, გახდა პარლამენტის წევრი. 1990-1991 წ.წ. - თავდაცვის, ეროვნული უშიშროებისა და მართლწესრიგის კომიტეტის თავმჯდომარე. 1992 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი. 1992- 1995 წ.წ. - მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. 1995 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიული სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. ჰყავს მეუღლე, ნატო ადამია და 1 შვილი.
მისამართი თბილისი, ზანდუკელის ქ. 1. ტელ.: 99 79 52; ფაქსი: 98 39 14.