იბ ივ იზ ილ იო ირ
ილი

ილია ჭავჭავაძის საზოგადოება

პარტიის ლიდერი თამარ ჩხეიძე

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე-ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: თავისუფალი მეწარმეობა, გადასახადების შემცირება, მიწაზე კერძო საკუთრება.

საგარეო პოლიტიკა: ყველა ქვეყანასთან ნორმალური ურტიერთობები, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობას. ყველასთან, რუსეთთანაც და სხვა ქვეყნებთანაც უნდა ვიქცეოდეთ ისე, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას შეესაბამება.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპარლამენტო (დღეს, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიის ადეკვატური დამცავი მექანიზმები და მოქმედებს ბელადომანიის მენტალიტეტი, საპარლამენტო მმართველობა მეტ შესაძლებლობასა ქმნის დემოკრატიის განვითარებისა და დაცვისთვის)

პარტია დაარსდა 1987 წ., პირველი რეგისტრაცია – 1990 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: გიორგი ჭანტურია, გურამ მამულია.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – გამგეობა (არჩევის ვადას განსაზღვრავს დარბაზი - 2 წევრი) – დარბაზი (ირჩევა 2 წლით – 21 წევრი: თამარ ჩხეიძე, კახაბერ კახაძე) – თავმჯდომარე (დარბაზი ირჩევს 2 წლით). წევრთა რაოდენობა: 2000, აქტიური - 200.აქვს რაიონული ორგანიზაციები.

ბეჭდვითი ორგანო: „ივერია“, დაარსდა 1989 წ. (შეჩერებულია უსახსრობის გამო).

1990 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „დემოკრატიული საქართველო“, მიიღო ხმების 2,3%, პარლამენტში ჰყავდა 1 მაჟორიტარი წარმომადგენელი პარტიიდან.

1990 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „დემოკრატიული საქართველო“, მიიღო ხმების 2,3%, პარლამენტში ჰყავდა 1 მაჟორიტარი წარმომადგენელი პარტიიდან.

1990 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: საქართველოს დამოუკიდებლობა, აფხაზეთში მდგომარეობის ნორმალიზაცია, ანტიქართული მოვლენების და ქართველთა ისკრიმინაციის ბლოკირება. ეთნოკონფლიქტების გაღვივებისათვის ხელის შეშლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ადამიანის უფლებების დაცვა.

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 5%, პარლამენტში ჰყავდა 7 წარმომადგენელი პარტიული სიით. 1992 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, რუსეთის სამხედრო ეკონომიკური სფეროდან საქართველოს გამოსვლა, რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანა საქართველოდან, თავისუფალი ეკონომიკა, ადამიანის უფლებების დაცვა, საპარლამენტო მმართველობა, უნიტარული სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობა.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 1%. პარლამენტში ჰყავდა 1 წარმომადგენელი.

1995 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური სფეროდან საქართველოს გამოსვლა, რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანა საქართველოდან, თავისუფალი ეკონომიკა, ადამიანის უფლებების დაცვა, საპარლამენტო მმართველობა, უნიტარული სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობა.

1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „საქართველო - მერაბ კოსტავას საზოგადოება“.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს უჭერდა აკაკი ბაქრაძეს.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, რადგან ეს კურსი არ ეფუძნება ეროვნული სახელმწიფოებრივ ინტერესებს და მიუხედავად ოფიციალურად აღიარებული ლოზუნგებისა ეწინააღმდეგება ჩვენს მთავარ პრინციპებს: დამოუკიდებლობა, დემოკრატია, თავისუფალი ეკონომიკა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი – ბ. კაკუბავა, რწმუნებული – ციცინო დათუკიშვილი.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური სფეროდან საქართველოს გამოსვლა, რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა, თავისუფალი ეკონომიკა, საპარლამენტო მმართველობა, უნიტარული სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობა, ადამიანის უფლებების დაცვა.

ტელ.: 99 61 96, 99 57 19, 37 07 36, ფაქსი: 99 61 96, E-mail: iliachav@access.sanet.ge

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9