იბ ივ იზ ილ იო ირ
ირა

ირაკლი წერეთელი

დაიბადა 1961 წ., თბილისში), პოლიტიკოსი. დაამთავრა პუშკინის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოებისა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1989 წლიდან არის საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე. 1992 წ. საპალამენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის სიით, გახდა პარლამენტის წევრი, 1992-1995 წ.წ. - თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის წევრი. 1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიის სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. ჰყავს მეუღლე, ნათია ნაროზაული და 1 შვილი.

მისამართი: თბილისი, ქავთარაძის ქ. 5. ტელ.: 30 55 60

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9