კა კო
კონ

კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოება (კგს)

პარტიის ლიდერი ვახტანგ ბოჭორიშვილი

დევიზი: „სხვას ძირს არ დასცემ, თვით ამაღლდები. არავის მონვი და არც იმონებ “

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა. საქართველოს ინტეგრირება მსოფლიოს მაღალგანვითარებულ სისტემაში. მაღალგანვითარებული, მეცნიერებატევა-დი სამეურნეო სისტემის ფორმირება. ქვეყნის განვითარება ახალ ინდუსტრიულ საფუძველ-ზე. ახალ საკუთრებით ურთიერთობათა დამკვიდრება დემოკრატიულ საფუძველზე.

საგარეო პოლიტიკა: საქართველოს ინტეგრირება და-სავლეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სისტემაში.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული (უნიტარული სახელმწიფო არ გამორიცხავს ცალკეულ ავტონომიურ ერთეულებს. ასეთებად ჩვენ ვთვლით აფხაზეთის და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებს) სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო პარტია დაარსდა: 1992 წ., პირველი რეგისტრაცია – 1992 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 1998 წ. დაარსების ინიციატორები: მ. მაჭავარიანი, ელ. ჯა-ველიძე, ენ. ნიჟარაძე, თ. ვაშაძე, ა. აბრალავა, ვ. ბო-ჭორიშვილი, ს. სიგუა.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – პრეზიდიუმი (ირჩევა 4 წლით - 32 წევრი: ვახტანგ ბოჭორიშვილი – პრეზიდენტი, ელიზბარ ჯაველიძე – ვიცე-პრეზიდენტი, სოსო სიგუა – ვიცე-პრეზიდენტი, ანზორ აბრალავა – ვიცე-პრეზი-დენტი, ირაკლი კენჭოშვილი – საგარეო კომისიის თავმჯდომარე) – პრეზიდენტი (ფარული კენჭისყრით 4 წლით ირჩევს ყრილობა, ბოლოს აირჩიეს 1996 წ.). წევრთა რაოდენობა: 19000, აქტიური - 3000. 70 რაიონული ორგანიზაცია.

ბეჭდვითი ორგანო: „კოლხური კოშკი“, „გრაალი“,„XXI საუკუნე+“. გამოდის კვირაში ერთხელ.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა.

1995 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: საქართველოს დემოკრატია, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ორიენტაცია დასავლეთის ღირებულებებზე.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს უჭერდა ჯუმბერ პატიაშვილს.

დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს პარტია მხარს არ უჭერს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობის, სამოქალაქო ომის გაჩაღების, სამეგრელოს აწი-ოკების, ტერიტორიების დაკარგვის, ეკონომიკის გაჩანაგებისა და მითვისების, ხალხის გაღატაკებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნის გამო.

პარტია არის რეგისტრირებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რწმუნებული: სოსო მელაძე.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური კურსის შეცვლა. სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკისა და დემოკრატიის დამკვიდრება. დასავლური პოლიტიკური ორიენტაციის რეალიზება. ხელისუფლება უნდა არსებობდეს ხალხისათვის და არა ხალხი – ხელისუფლებისათვის. პრივატიზაციის, საგარეო სესხების, ეროვნული შემოსავლის გამოყენების საჯაროობა. სახელფასო და საპენსიო ფონდებზე კონტროლის დაწესება. ჯანდაცვისა და განათლების სისტემაში სოციალურად დაუცველ ფენებზე განსაკუთრებული ზრუნვა. საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანა. საკადრო პოლიტიკაში არა პარტიულობის, არამედ პროფესიული და ზნეობრივი პრინცი-პების პრიორიტეტი.

მისამართი: თბილისი, ყაზბეგის ქ., 16, ტელ.: 37 12 96.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9