კა კო
კონ

კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის პარტია

პარტიის ლიდერი ზაზა აგლაძე

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: მეწარმეობის ხელშეწყობა

საგარეო პოლიტიკა: ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: სამხარეო

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო

პარტია დაარსდა 03.05. 1998 წ., პირველი რეგისტრაცია - 27.08. 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: საინიციატივო ჯგუფი.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) – გამგეობა (ირჩევა 2 წლით - 19 წევრი: ზაზა აგლაძე – თავმჯდომარე, დავით სვანიძე – პარტიის გენერალური მდივანი) – თავმჯდომარე (ირჩევა 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.)

წევრთა რაოდენობა: 7300, აქტიური – 2300. 3 რეგიონალური და 38 რაიონური ორგანიზაცია.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ახალგაზრდული პარტია. დაარსდა 20.01. 1999 წ., გაერთიანებულია 2500 წევრი, ჩამოყალიბების სტადიაშია. ლიდერი – ირაკლი მეგრელიშვილი. მისამართი: თბილისი, შიო მღვიმელის ქ., 4, ტელ.: 22 54 05.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს უჭერდა ედუარდ შევარდნაძეს. პარტია მხარს უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი – ლევან ალავიძე, რწმუნებული – ალექსანდრე ხითარიშვილი.

მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის 23, ტელ.: 95 66 14.

საკონტაქტო პირი: ალექსანდრე ხითარიშვილი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9