მა მე მი მო
მერ

მერაბ კოსტავას საზოგადოება

პარტიის ლიდერი ვაჟა ადამია

დევიზი: „ამმაღლებელი ხალხისა თვით ამაღლდება ცათამდე„

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრება. საქართველოს სატრანზიტო ქვეყნად ჩამოყალიბება. პრივატიზების პროცესის სამართლიანად წარმართვა. საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებისათვის ხელის შეწყობა.

საგარეო პოლიტიკა: მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და კულტურული კავშირის დამყარება აშშ-თან, ნატო-ს წევრ ქვეყნებთან და კეთილმეზობლური ურთიერთობა მოსაზღვრე სახელმწიფოებთან.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული (საკუთრივ საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე - უნიტარული. მისაღებია ფედერაციული პრინციპი ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებთან და კონფედერაციისა კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან).

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო.

პარტია დაარსდა - 1990 წ, პირველი რეგისტრაცია - 1990 წ., ხელახალი რეგისტრაცია -1998 წ.

დაარსების ინიციატორები: ვაჟა ადამია, გურამ ბერუაშვილი, ზ.სიამაშვილი, ჯუმბერ ტატულაშვილი, თორღვა ბულაშვილი.

პარტია არის სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოების სამართალმემკვიდრე. ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 3 წელიწადში ერთხელ) - გამგეობა (ირჩევა 3 წლით - 7 წევრი: ვაჟა ადამია - თავმჯდომარე, გიორგი გიორგობიანი – კად რების კომისია, დავით რამიშვილი – პრეს-სამსახური, დავით კუპრეიშვილი - იურიდიუ ლი კომისია, გოჩა ქობლიანიძე - სოციალ-ეკონომიკური კომისია, მალხაზ ხუციშვილი -კოორდინაციისა და კონტროლის კომისია, ნუგზარ ბახტაძე - ეთიკის კომისია) - თავმჯდო-მარე (ყრილობა ირჩევს 3 წლით, ბოლოს აირჩიეს 1995 წ.) რაიონთაშორისი კომიტეტი (ირჩევა 3 წლით - 3 წევრი თითოეულ რაიონულ კომიტეტში).

წევრთა რაოდენობა: დაახლოებით 2700, აქტიური - 1200. 7 რეგიონალური და 53 რაიონული ორგანიზაცია.

ბეჭდვითი ორგანო: „სარანგი“, „Gudness Guard“, დაარსდა 1990 წ., გამოდის წელიწადში რამდენიმეჯერ, ტირაჟი - 2000, ფასი - 30 თეთრი.

1990 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ (ჰელსინკის კავშირი, წმ. ილია მართლის საზოგადოება, ტრადიციონალისტთა კავშირი), ბლოკმა მიიღო ხმების 66%. პარლამენტში პარტიას ჰყავდა 24 წარმომადგე ნელი: 17 პარტიული სიით, 7 მაჟორიტარი.

1990 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: საქართველოს სსრკ-ს შემადგენლობიდან გამოყოფა. ეროვნული შეიარაღებული ძალების შექმნა. უკანონო ავტონომიების გაუქმება. მიწის რეფორმის გატარება. პრივატიზება.

დეოკუპაცია. დასავლეთზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება. 1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 3,3%. პარლამენტში პარტიას ჰყავდა 7 წარმომადგენელი, აქედან 5 პარტიული სიით, 2 მაჟორიტარი. 1992 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: ეროვნული ერთიანობის პრინციპების დამკვიდრება. პროდასავლური, პროამერიკული საგარეო პოლიტიკის გატარების აუცილებლობა. ხელისუფლების ლეგიტიმურობა.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 2,34%, ჰყავდა 1 მაჟორიტარი წარმომადგენელი პარლამენტში.

1995 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: საქართველოს გამოსვლა დსთ-დან, საქართველოს სრული და უპირობო დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიის გაუქმება. დიდი ნავთობის ტრანზიტის მხარდაჭერა. 1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „საქართველო - მერაბ კოსტავას საზოგადოება“ (ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, გაერთიანებული რესპუბლიკური პარტია, საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი).

1991 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს არავის უჭერდა.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს არავის უჭერდა.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს ანტიდასავლური და რუსოფილური საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარების, საქართველოს დსთ-ში - რუსეთის გავლენის სფეროში შეყვანის, აფხაზეთისა და შიდა ქართლის მთიანეთის პრობლემების ხელოვნური გაჭიანურების, კორუფციის სახელმწიფო რანგში აყვანისა და მემარცხენეებთან იდეოლოგიური შეუთავსებლობის გამო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიის რეგის ტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი - ჯემალ საჯაია, რწმუნებული - მაკა გოგოხია. 1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: საქართველოს დსთ- დან გამოყვანა, მისი სრული და უპირობო დეოკუპირება. რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალების საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტით ჩანაცვლება. მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და კულ ტურული კავშირის დამყარება აშშ-თან, ნატო-ს წევრ ქვეყნებთან და კეთილმეზობლური ურთიერთობა მოსაზღვრე სახელმწიფოებთან. დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად წარმოებულ ბრძოლაში აქტიური პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და კულტურული კავშირის დამყარება აშშ-თან, ნატო-ს წევრ ქვეყნებთან და კეთილმეზობლური ურთიერთობა მოსაზღვრე სახელმწიფოებთან. დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად წარმოებულ ბრძოლაში აქტიური პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერის გაწევა ჩრდილოეთ კავკასიის მოძმე ერთათვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდენა. აფხაზეთიდან და ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნების გარანტიების შექმნა, ამ რეგიონების სწრაფი რეაბილიტირების განხორციელება. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიების გაუქმებისათვის მშვიდობიანი ძალისხმევა. საქართველოს სატრანზიტო ქვეყნად ჩამოყალიბება. სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, კანონის უზენაესობის დამკვიდრება. სახელმწიფოს მართვის სტრუქტურებიდან კორუფციის აღმოფხვრა. მრეწველობის ამოქმედებისა და აგრარული სექტორის განვითარებისათვის ღწვა, რათა საქართველო აქტიურად ჩაებას მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში. მეცნიერებისა და განათლებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის ზრუნვა. საქართველოს ყოველი მოქალაქისათვის თანაბარი უფლებებით სარგებლობის პირობების შექმნა.

მისამართი: თბილისი, გალაკტიონის ქ., 17,

ტელ.: 98 39 01; 98 39 13; ფაქსი: 98 39 14.

საკონტაქტო პირი: გიორგი გიორგობიანი - კადრების კომისიის თავმჯდომარე.
Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9