დაიბადა 1934 წ., თბილისში, ფილოსოფოსი. დაამთავრა: 1961 წ. თსუ ფილოსოფიის ფაკულტეტი. სწავლობდა სახელმწიფო კონსერვატორიაში ფორტეპიანოს სპეციალობით. სამუშაო გამოცდილება: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტი, პარლამენტი. 1990 წ. აირჩიეს ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტიის თავმჯდომარედ. 1990 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიული სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. 1992 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი, 1992-1993 წ.წ. იყო ფრაქცია „ლიბერალების” თავმჯდომარე, 1992-1995 წ.წ. - საკონსტიტუციო ჯგუფის წევრი. 1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი და პარტიის სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. ჰყავს მეუღლე, მზია კეკელიძე და 1 შვილი.
მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ., 41. ტელ.: 93 28 32