პა პე პო
პოლ

პოლიტიკური ორგანიზაცია – ქეთევან წამებულის საზოგადოება

პარტიის ლიდერი იზოლდა ჭილაძე

დევიზი: „საქართველოვ, თუ სადმე გაქვს წყლული, მეც იმ წყლულზე დაგდებოდე მალამოდ“

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: სამამულო საქონელწარმოების განვითარება. ენერგეტიკა. სოფლის მეურნეობა. ეროვნული ფულის კურსის სიმტკიცე. სრული დასაქმება.

საგარეო პოლიტიკა: ნეიტრალური. ყველა სახელმწიფოსთან თანასწორუფლებიანი და პარტნიორული ურთიერთობა. საშინაო საქმეებში ჩაურევლობა ამა თუ იმ ქვეყნის შიგნით ადამიანთა უფლებების დარღვევის შემთხვევაშიც კი.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო (საპრეზიდენტო მმართველობასთან ერთად გარკვეული უფლებები უნდა მიეცეს საქართველოს პატრიარქს)

პარტია დაარსდა: 1996 წ., პირველი რეგისტრაცია – 16.05. 1996 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 28.02. 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: იზოლდა ჭილაძე, დალი წაქაძე, ლალი მელაძე, ლია ტაველურაშვილი, იზოლდა შარიქაძე.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 3 წელიწადში ერთხელ) – გამგეობა (ირჩევა 3 წლით - 12 წევრი: წაქაძე დალი, იზოლდა შარიქაძე, მზია თეთრაძე, თინა ყაჭეიშვილი, ნათელა ლაცაბიძე, თინა ქაძანაია, ცისანა ახალაძე, კლარა კობახიძე, მანანა გიგინეიშვილი, ლალი ბიჭაშვილი, იულონ ტოლიაშვილი, მზია ყურაშვილი) - თავმჯდომარე (ღიაკენჭისყრით ყრილობა ირჩევს 3 წლით, ბოლოს აირჩიეს 1999 წ.)

წევრთა რაოდენობა: 2000, აქტიური - 100. 15 რაიონული ორგანიზაცია, რეგიონალური ორგანიზაციების არსებობას საზოგადოება საჭიროდ არ მიიჩნევს.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: არ არის იურიდიული პირი. ლიდერი – ლელა თიგიშვილი.

1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა სუსტი შიგაპარტიული სტრუქტურის გამო.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, რადგან მართლმადიდებელ რელიგიას კონსტიტუციით ჯერ კიდევ არა აქვს სამართლებრივი სტატუსი და ხელისუფლებას ჩამოყალიბებული არა აქვს ჭეშმარიტი ეროვნული იდეოლოგია. იგი ადგას კოსმოპოლიტური სახელმწიფოს შექმნის გზას.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი – ჯონი თაყნიაშვილი, რწმუნებულილია ტაველურაშვილი. მისამართი: თბილისი, აკოფიანის შესახვევი, 4. ტელ.: 98 64 26.

საკონტაქტო პირი: ლია ტაველურაშვილი – ორგანიზაციის ბუღალტერი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9