რე რო
როი რომ როს

როინ ლიპარტელიანი

დაიბადა 1951 წ., ლენტეხის რ-ნის სოფ. კახურაში, იურისტი, აგრონომი, ჟურნალისტი, დიპლომატი, პატენტმცოდნე, აკადემიკოსი. დაამთავრა: 1975 წ. - აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი, 1976 წ. - საქართველოს პატენტმცოდნეობის ინსტიტუტის პატენტმცოდნეობის ფაკულტეტი. 1985 წ. - თსუ იურიდიული ფაკულტეტი, აგრეთვე: საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით და დიპლომატიური სასწავლებელი საერთაშორისო დიპლომატიის სპეციალობით. მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება, დაჯილდოებულია დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ოქროს ორდენით, 1994 წ. იტალიაში დააჯილდოვეს დიდი ოქროს მედლით როგორც ყველაზე მზარდი ახალგაზრდა პოლიტიკოსი. 1996 წ. 4 წლით არჩეული იყო დავით აღმაშენებლის პარტიის თავმჯდომარედ. 1988-1992 წ.წ. იყო სრულიად საქართველოს მიწათმოქმედთა პარტიის თავმჯდომარე, არის პარტიის დამაარსებელი. 1992-1996 წ.წ. იყო საქართველოს აგრარული პარტიის თავმჯდომარე, არის პარტიის დამაარსებელი. 1990 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი და სრულიად საქართველოს მიწათმოქმედთა კავშირის პარტიული სიით, იყო პრეზიდენტობის კანდიდატი. ვერ გახდა პარლამენტის წევრი. 1992 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი და პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი, 1992-1995 წ.წ. იყო ფრაქცია „დავით აღმაშენებლის” თავმჯდომარე და აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე. 1995 წ.წ. არჩევნებში იყო პრეზიდენტობის კანდიდატი. ჰყავს 3 შვილი.

მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის ფერდობი, მე-4 მ/რ, 21 კორპ., ბინა 59. ტელ.: 39 68 99 მობილური: (899) 51 94 30

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9