რე რო
როი რომ როს

როსტომ ლორთქიფანიძე

დაიბადა 1944 წ., სოფ. ხულოში, კინორეჟისორი, ქართული ეკლესიის დეკანოზი. 1964 წ. დაამთავრა სახ. თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: 1964-1979 წ.წ. – კინოსტუდია „ქართული ფილმი”, რეჟისორი. 1979-1984 წ.წ. – საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო, პატრიარქის პირადი რეფერენტი. 1984-1999 წ.წ. – წმიდა სამების ეკლესიის წინამძღვარი. 1988-1990 წ.წ. - საქართველოს სახალხო ფრონტის თავმჯდომარის მოადგილე. 1994-1996 წ.წ. – საქართველოს მონარქისტული პარტიის მოძღვარი და კულტურის კონსულტანტი. 1996-1998 წ.წ. – საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის გამგეობის წევრი. 1999 წ. აირჩიეს საქართველოს ჰუმანისტური პარტიის თავმჯდომარედ. 1990 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა საქართველოს კომუნისტური პარტიის სიით, გახდა პარლამენტის წევრი. ჰყავს მეუღლე, ქეთევან ნუკრაძე.

მისამართი: თბილისი, ჩიტაძის ქ., 11. ტელ.: 93 45 59

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9