სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია (სეეპ)

პარტიის ლიდერი გიორგი ჭინჭარაული

დევიზი: „კადრები წყვეტენ ყველაფერს“

პოლიტიკური მიმართულება: მემარცხენე-ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: საბაზრო ეკონომიკის იდეოლოგიის ფორმირება.

საგარეო პოლიტიკა: საქართველოს ნეიტრალიტეტის მიღწევა.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: ფედერალური

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპარლამენტო

პარტია დაარსდა: 1988 წ., პირველი რეგისტრაცია – 1990 წ., ხელახალი რეგისტრაცია -1998 წ.

დაარსების ინიციატორები: გიორგი ჭინჭარაული.

პარტია არის საქართველოს ეროვნული ერთიანობისა და სოციალური თანასწორობის პარტიის სამართალმემკვიდრე.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – გამგეობა (ირჩევა 4 წლით -9 წევრი: გიორგი ჭინჭარაული – თავმჯდომარე, სოლომონ გახოური, ზაქრო მაზანაშვილი, დემურ ხურცილავა, ხათუნა ჯაჭვაძე, ირაკლი არაბული და სხვ.) -პრეზიდიუმი (ირჩევა 4 წლით -3 წევრი) – თავმჯდომარე (გამგეობის სხდომაზე ირჩევენ 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.).

წევრთა რაოდენობა: 10000, აქტიური -500. 64 რაიონული ორგანიზაცია.

ხალგაზრდული ორგანიზაცია: საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია. დაარსდა 1990 წ., გაერთიანებულია 1000 წევრი, არ არის იურიდიული პირი. ლიდერი - ნათია ნინიშვილი. მისამართი: თბილისი, ბალანჩივაძის ქ., 5 კორპ.

ბეჭდვითი ორგანო: გაზეთი „ბორჯღალი“. დაარსდა 1990 წ., ტირაჟი – 500.

1990 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია და მთიელთა კავშირი”, პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავდა.

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია და მთიელთა კავშირი”, პარტიიდან ჰყავდა 1 წარმომადგენელი პარლამენტში (პარტიული სიით). 1992 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცება, სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 1%, პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავდა.

1995 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: სამართლიანი კანონმდებლობის შექმნა.

1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა ბლოკში „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია”.

პარტია არ უჭერს მხარს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს ხელისუფლების კორუმპირებულობისა და არასწორი სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკის გამო.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი – რამიზ ბაქიროვი, რწმუნებული - ნათია ნინიაშვილი.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: იმ პირობებში, როცა ქვეყანას არ გააჩნია არც ერთი სახელმწიფო ნიშანი ნორმალურ მდგომარეობაში, ჩვენი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაა: კორუმპირებული ხელისუფლების შეცვლა, სამართლიანი კანონმდებლობის მიღება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, გადასახადების აკრეფა, რომ საზოგადოების კეთილდღეობა ამაღლდეს.

მისამართი: თბილისი, ბალანჩივაძის ქ., კორპ. 5. ტელ.: 93 65 57; 29 46 51.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9