სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობის მოძრაობა „ჭყონდიდელი“ (მოძრაობა „ჭყონდიდელი“)

პარტიის ლიდერი ჯემალ გამახარია

დევიზი: ზვიად გამსახურდიას სიტყვები: „ჭყონდიდელის“ ძალისხმევა გადაარჩენს საქართველოს“

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: თავისუფალი მეწარმეობის წახალისება შესაბამისი საგადასახადო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მეშვეობით, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, პიროვნული ინიციატივის მაქსიმალური ხელშეწყობა, ბაზრის ჩამოყალიბება, კონკურენციული გარემოს შექმნა-განვითარება.

საგარეო პოლიტიკა: კავკასიურ სახლთან ერთად დასავლეთის სტრუქტურებში გაერთიანება.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო პარტია დაარსდა: 1992 წ., პირველი რეგისტრაცია – 1997 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: დევნილი კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა 400 კაციანი ჯგუფი, რომელიც 1992 წ. იმყოფებოდა აფხაზეთში. საინიციატივო ჯგუფს ხელმძღვანელობდა ვ.გაბელია.

პარტია არის სრულიად საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობა „ჭყონდიდელის“ სამართალმემკვიდრე.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) – პოლიტიკური საბჭო (ირჩევა 2 წლით) – დარბაზი (მოიწვევა წელიწადში ორჯერ – შედგება: პოლიტიკური საბჭოს, საკონტროლო კომისიის, რეგიონალური გამგეობების წევრებისა და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებისაგან; ამჟამად 62 წევრია: მურმან ზაქარაია, გიორგი შავგულიძე, ზურაბ ფარესიშვილი - თავმჯდომარის მოადგილეები, მანგული ხუბუა - საკონტროლო კომისიის თავმჯდომარე, თენგიზ კუბლაშვილი, ლელა ფანცქალაშვილი, პეტრე ნაჭყებია, უჩა ოქროპირიძე, დემურ კუბლაშვილი, მამუკა გვაძაბია, ალექსი მეზვრიშვილი, კარლო ჯანაშია, ომარ გოჩელაშვილი) – თავმჯდომარე – ჯემალ გამახარია (პოლიტიკური საბჭო ირჩევს 2 წლით, ბოლოს აირჩიეს 1997 წ.).

წევრთა რაოდენობა: 25000, აქტიური - 10000.3 რეგიონალური და 61 რაიონული ორგანიზაცია.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობის მოძრაობა „ჭყონდიდელის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია. დაარსდა 1997 წ., არ არის იურიდიული პირი. ლიდერი – ლაშა გვასალია. მისამართი: თბილისი, ტაშკენტის ქ., ბინა 1, ტელ.: 38 03 11.

ბეჭდვითი ორგანო: გაზეთი „ჭყონდიდელი“. დაარსდა 1993 წ., გამოდის კვირაში ერთხელ, ტირაჟი – 1500, ფასი 40 თეთრი.

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია არ მონაწილეობდა - გამოაცხადა ბოიკოტი. 1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს არავის უჭერდა.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: მხარდამჭერთა ხელმოწერები.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: დემოკრატიული არჩევნების გზით პარლამენტში უმრავლესობის შექმნა, რათა უზრუნველვყოთ: 1. ერის სულიერ ღირებულებათა დაცვა და ამაღლება 2. ეროვნული შერიგების საფუძველზე ქართული სახელმწიფოებრივი ცნობიერების გამთლიანება 3. დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა 4. ფართო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების დამყარება და განმტკიცება მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან 5. ევროპულ და მსოფლიო სტრუქტურებში ინტეგრა-ცია 6. მეურნეობის ყველა დარგის აღდგენა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადაყვანა 7. სოციალური პრობლემების გადაწყვეტა და მოსახლეობის ყველა ფენისათვის გარანტირებული საარსებო მინიმუმის შექმნა.

მისამართი: თბილისი, ტაშკენტის ქ., 25, ბინა 1. ტელ.: 38 03 11.

საკონტაქტო პირი: მანგული ხუბუა – პოლიტიკური საბჭოს წევრი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9