სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს ინტელიგენციის კავშირი (სიკ)

პარტიის ლიდერი კარლო თაბუკაშვილი

დევიზი: „პროფესიონალიზმი ყველაფერში, კანონის უზენაესობა ყველასათვის, ზნეობრიობა ყველგან“

პოლიტიკური მიმართულება: მემარცხენე-ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის განვითარება, სადაც სტრატეგიული მნიშვნელობის დარგები სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იქნება (ჩინური მოდელი). ქვეყნისათვის პრიორიტეტი უნდა იყვეს მწარმოებლური ფუნქცია და არა მომხმარებლური. ეკონომიკური განვითარება უნდა წარიმართოს შიდა ინტელექტუალურ-მატერიალური და შრომითი რესურსების ამუშავება-გააქტიურების მიმართულებით. ეკონომიკური განათლების რადიკალური გარდაქმნა.

საგარეო პოლიტიკა: ქვეყნის სრული დამოუკიდებლობა, მაგრამ არაიზოლირებული. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ნებისმიერი საშუალებით. სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისას თანასწორუფლებიანობის მტკიცე პოზიციის დაცვა და საკუთარი ინტერესების წინა პლანზე წამოწევა სხვა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. მთლიანობაში – სტრატეგიის სტაბილურობა და ტაქტიკური სვლების ცვალებადობა.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: ფედერალური

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო

კავშირი დაარსდა: პირველი რეგისტრაცია – 02.11. 1997 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 20.02. 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: კარლო თაბუკაშვილი, ჯონი ბიჭიაშვილი, ხვიჩა ირემაშვილი, კუკური თაბუკაშვილი, ნუგზარ სულამანიძე.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) – კომიტეტი (ირჩევა 4 წლით - 25 წევრი: კარლო თაბუკაშვილი - თავმჯდომარე, ჯონი ბიჭიაშვილი, ხვიჩა ირემაშვილი, კუკური თაბუკაშვილი, ნუგზარ სულამანიძე, თამაზ მჭედლიშვილი, დავით თავხელიძე, გივი დიდიშვილი, ვლასი გოგლიძე, მერაბ გოცაძე, გელა ყიფიანი) – თავმჯდომარე (ირჩევენ 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1997 წ.) – პოლიტიკური ბიურო (ირჩევა 2 წლით - 5 წევრი).

წევრთა რაოდენობა: 2000, აქტიური – 15%. ახალგაზრდული ორგანიზაცია: საქართველოს ინტელიგენციის ახალგაზრდული კავშირი. დაარსდა 1998 წ.,

გაერთიანებულია 500 წევრი, არ არის იურიდიული პირი. ლიდერი – ზაზა სოლოღაშვილი. მისამართი: თბილისი, ბახტრიონის ქ., 11. რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციები – ჩამოყალიბების სტადიაში.

პარტია დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს მხარს უჭერს ნაწილობრივ – საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ არ არის კანონის უზენაესობა.

მისამართი: თბილისი, ბახტრიონის ქ., 11.

საკონტაქტო პირი: ხვიჩა ირემაშვილი – თავმჯდომარის მოადგილე.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9