სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს კომუნისტური პარტია (სკპ)

პარტიის ლიდერი ივანე წიკლაური

დევიზი: 1. „თანამემამულენო, შეერთდით!“ 2. „უკან მომავლისაკენ!“

პოლიტიკური მიმართულება: მემარცხენე

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: ცენტრალიზებული ეკონომიკა და ცენტრალიზებული ეროვნული საფინანსო პოლიტიკა. მიზნობრივი შეჯერებით ცენტრალიზებული ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება. საგარეო პოლიტიკა: მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, აგრეთვე სხვა ქვეყნებთან ურთიერთ სასარგებ საფუძვლებზე.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული (საქართველოს ტერიტორიული მოწყობა უნდა განხორციელდეს საქართველოს 1921-1937-1978 და 1991 წლების კონსტიტუციების საფუძველზე).

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო პარტია დაარსდა 1992 წ., პირველი რეგისტრაცია: 1994 წ., ხელახალი რეგისტრაცია - 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: ივანე წიკლაური, შალვა ბერიანიძე, ედიშერ ოქრუაშვილი, ზურაბ ქველიძე და სხვა 101 პიროვნება. პარტია არის 1920 წელს დაარსებული საქართველოს კომუნისტური პარტიის სამართალმემკვიდრე. 1991 წ. საქ. კომუნისტური პარტიის აკრძალვის შემდეგ კომუნისტთა გარკვეულმა ჯგუფმა იატაქვეშა მუშაობის შემდეგ შექმნა ი. წიკლაურის ხელმძღვანელობით „მშრომელთა სოციალისტური პარტია” (1992 წ.), შემდგომ - „მშრომელთა კომუნისტური პარტია” (1995), „საქართველოს კომპარტია” (1994).

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) – სამდივნო (ირჩევა 2 წლით - 5 წევრი: ივანე წიკლაური - ცკ-ს პირველი მდივანი, ზურაბ ქველაძე - ცკ-ს მდივანი, ჯემალ გლუნჩაძე - ცკ-ს მდივანი, მერაბ ზუბალაშვილი - ცკ-ს მდივანი) - ცკ-ს პირველი მდივანი (ყრილობა ირჩევს 2 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.) - ცკ-ს პლენუმი (ირჩევა 2 წლით - 83 წევრი).

წევრთა რაოდენობა: 15000, აქტიური - 7000. 8 რეგიონალური და 72 რაიონული ორგანიზაცია.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: ალკკ (ახალგაზრდა ლენინელ კომუნისტთა კავშირი), დაარსდა 1995 წ., გაერთიანებულია 3000 წევრი, არის იურიდიული პირი. ლიდერი: ეკა ნასყიდაშვილი. მისამართი: თბილისი, მონტინის ქ., 2, ტელ.: 95 62 86.

ბეჭდვითი ორგანო: „კომუნისტი - XXI”, დაფუძნდა 1999 წ., გამოდის კვირაში ერთხელ, ტირაჟი - 3000, ფასი - 30 თეთრი.

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, ჰყავდა 4 წარმომადგენელი პარლამენტში.

1992 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: სოციალისტური წყობის საფუძვლების შენარჩუნება. მოსახლეობის სოციალური დაცვა მომავალი კატაკლიზმებისაგან.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად მიიღო ხმების 3%, პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავდა.

1995 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: ცენტრალიზებული სახელმწიფო მართვადი ეკონომიკა, მიწა სახალხო, ანუ სახელმწიფო. სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა უნიტარული, ეკონომიკურ-პოლიტიკური კავშირები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან.

1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში პარტია არ მონაწილეობდა, რადგან: 1. საქართველოს კონსტიტუციით არ იყო განსაზღვრული საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა 2. მოსახლეობის აღწერა არ მომხდარა ბოლო წლებში 3. არჩევნებში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობა არ იღებდა მონაწილეობას.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს უჭერდა ედუარდ შევარდნაძეს.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს არასწორი და მიუღებელი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკისა და აგრეთვე არაეროვნული საშინაო და საგარეო პოლიტიკის გამო.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: მხარდამჭერთა ხელმოწერები, რწმუნებული -ბადრი მეგრელიშვილი.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: 1. საქართველოს აღორძინებისათვის აუცილებელია სოციალისტური წყობის საფუძვლების აღდგენა-განვითარება. სოციალისტური დემოკრატიის, ანუ სახელმწიფო მმართველობის ე.ი. ისეთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობილების განხორციელება, რომლის დროსაც უმაღლესი ხელისუფლება მშრომელ ხალხს ეკუთვნის. 2. ცენტრალიზებული ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებით ფაბრიკა-ქარხნების ამოქმედება, სოფლად კოოპერაციულ საწარმოთა შექმნა, რის საფუძველზეც ეტაპობრივად უმუშევრობის შემცირება და საბოლოოდ აღმოფხვრა. ხელფასების, პენსიების და სხვა სოციალური დახმარების განხორციელება. 3. საქართველოს მშრომელთა მიერ წარმოებული სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესყიდვა-დამზადება შემდგომი რეალიზაციისათვის. ეს მშრომელებს საშუალებას მისცემს შემდგომი შრომის პროცესი დროულად უზრუნველყონ ფინანსურად და მატერიალურად. 4. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პოლიტიკური გზებით.

მისამართი თბილისი, წერეთლის გამზ., 144, ტელ.: 34 07 09.

საკონტაქტო პირი: ედიშერ ოქრუაშვილი - საერთო განყოფილების გამგე.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9