სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია (სლპ; ლეიბორისტები)

პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი

პოლიტიკური მიმართულება: მემარცხენე-ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: დინამიკური და დაბალანსებული ეკონომიკა, რომელიც პირველ რიგში ხალხის და შესაბამისად – სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება. სტრატეგიულ სფეროებში სახელმწიფო პროტექციონიზმის ინსტიტუტების რეალიზაცია.

საგარეო პოლიტიკა: საქართველოს მშვიდობიანი სივრცის უზრუნველყოფა. მშვიდობიანი კურსი მსოფლიო ასპარეზზე. სრული სამხედრო ნეიტრალიტეტი.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: ფედერალური (პარტიას გააჩნია სპეციალური პროგრამა-პროექტი საკანონმდებლო ცვლილებებისა, რომელიც ცნობილია საზოგადოები-სათვის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით)

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო

პარტია დაარსდა: 1995 წ., პირველი რეგისტრაცია – 1995 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: შალვა ნათელაშვილი, თამაზ ობგაიძე, ცოტნე ალბუთაშვილი, მუხრან მდივანი, ვაჟა ხიდაშელი, თამაზ ძაგანია.

პარტია არის სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი გაერთიანების სამართალმემკვიდრე. ორგანიზაციული სტრუქტურა: კონფერენცია (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) – პოლიტიკური აღმასკომი (ირჩევა 2 წლით - 25 წევრი: მუხრან მდივანი – პოლიტაღმასკომის კანცლერი) – თავმჯდომარე - შალვა ნათელაშვილი (კონფერენცია ირჩევს 2 წლით).

წევრთა რაოდენობა: 90000, აქტიური - 15000.რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციები – ყველა რეგიონში და ყველა რაიონში.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის ახალგაზრდული ფრაქცია. დაარსდა 1997 წ., გაერთიანებულია 25000 წევრი არის იურიდიული პირი. ლიდერი – ბორის კუპრეიშვილი.

ბეჭდვითი ორგანო: „ლეიბორისტი“, გამოდის იშვიათად (თითქმის არა). 1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, პარლამენტში ჰყავდა 8 მაჟორიტარი წარმომადგენელი. 1995 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: დინამიკური და დაბალანსებული ეკონომიკა, რომელიც პირველ რიგში ხალხის და შესაბამისად – სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება. სტრატეგიულ სფეროებში სახელმწიფო პროტექციონიზმის ინსტიტუტების რეალიზაცია. საქართველოს მშვიდობიანი სივრცის უზრუნველყოფა. მშვიდობიანი კურსი მსოფლიო ასპარეზზე. სრული სამხედრო ნეიტრალიტეტი. ფედერალური სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა. საპრეზიდენტო მმართველობა.

1998 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი – შალვა ნათელაშვილი, რწმუნებული – ბესო ბერძენიშვილი. პარტიის წევრი აღმასრულებელ ხელისუფლებაში – მუხრან მდივანი – თბილისის პრემიერის მოადგილე.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: დინამიკური და დაბალანსებული ეკონომიკა, რომელიც პირველ რიგში ხალხის და შესაბამისად – სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება. სტრატეგიულ სფეროებში სახელმწიფო პროტექციონიზმის ინსტიტუტების რეალიზაცია. მიწის არა გაყიდვა, არამედ სახელმწიფოს მიერ ნამეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სავალდებულო შესყიდვა გლეხებისაგან. საქართველოს მშვიდობიანი სივრცის უზრუნველყოფა. მშვიდობიანი კურსი მსოფლიო ასპარეზზე. სრული სამხედრო ნეიტრალიტეტი. საქართველო წარმოგვიდგება როგორც დემოკრატიული და სოციალურად დაცული საზოგადოება, რომლის სიძლი-ერეც განისაზღვრება საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქის (მიუხედავად ეროვნები-სა) მიმართ სამართლიანი და თანაბარი მიდგომით. უფასო საშუალო განათლება.

მისამართი: თბილისი, ჯავახიშვილის ქ., 88, ტელ.: 96 60 46, 99 93 79, ფაქსი: 99 62 13. საკონტაქტო პირი: დათო ვერძეული.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9