სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს მთიელთა კავშირი (სმკ)

პარტიის ლიდერი დავით ქადაგიძე

პოლიტიკური მიმართულება: ქართული საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: ეკონომიკა უნდა იყოს შერეული, უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრება ისეთ დარგებზე, როგორიცაა მრეწველობის დარგები, მსუბუქი მრეწველობა და კვების მრეწველობა შეიძლება გადავიდეს კერძო მფლობელობაში დღევანდელ ეტაპზე.

საგარეო პოლიტიკა: ურთიერთობა კეთილმეზობლური მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, უპირველეს ყოვლისა კავკასიის რესპუბლიკებთან, ჩრდილო თუ სამხრეთის, განსაკუთრებით ჩრდილოეთის კავკასიების რესპუბლიკებთან – ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი და სხვ. სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: მხოლოდ და მხოლოდ უნიტარული

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპარლამენტო

პარტია დაარსდა 1990 წ., პირველი რეგისტრაცია – 1992 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: დავით ქადაგიძე და მისი მეგობრები.

1991 წლამდე პარტიას ეწოდებოდა „საქართველოს მთიელთა პოლიტიკური კავშირი”.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – გამგეობა (ირჩევა 4 წლით, 7-11 წევრი) – თავმჯდომარე - დავით ქადაგიძე (4 წლით ირჩევენ ხმათა უმრავლესობით, ბოლოს აირჩიეს 1995 წ.)

წევრთა რაოდენობა: 1078, აქტიურია – საკმაოდ ბევრი.

პარტიას აქვს რეგიონალური ორგანიზაციები.

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, პარლამენტში ჰყავდა 1 წარმომადგენელი. 1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილე ობდა ბლოკში „მოძრაობა სიცოცხლისათვის”, პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავდა.

1995 წ. საპროგრამო პრიორიტეტები: ეკონომიკა უნდა იყოს შერეული, უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრება ისეთ დარგებზე, როგორიცაა მრეწველობის დარგები, მსუბუქი მრეწველობა და კვების მრეწველობა შეიძლება გადავიდეს კერძო მფლობელობაში დღევანდელ ეტაპზე. ურთიერთობა კეთილმეზობლური მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, უპირველეს ყოვლისა კავკასიის რესპუბლიკებთან, ჩრდილო თუ სამხრეთის, განსაკუთრებით ჩრდილოეთის კავკასიების რესპუბლიკებთან – ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი და სხვ.

1991 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს უჭერდა ზვიად გამსახურდიას.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს უჭერდა ჯუმბერ პატიაშვილს.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს მათი კორუმპირებულობის, მათ მიერ ქვეყნის დაქცევის, საქართველოს გაჩუქება-გასხვისების გამო.

მისამართი: თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქ., 76. ტელ.: 22 54 30; 23 37 99.

საკონტაქტო პირი: დავით ქადაგიძე.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9