სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს რესპუბლიკური პარტია

პარტიის ლიდერი ივლიანე ხაინდრავა

დევიზი: „ვიყვეთ არავისი და ვმსახურებდეთ არავის, თვინიერ დამბადებლისა “

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე-ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: საგადასახადო სისტემის გამარტივება და გადასახადების შემცირება. კონკურენტუნარიანი, ძლიერი საბანკო სისტემის შექმნა. მეწარმეთათვის შეღავათიანი კრედიტების გაცემა. ბიზნესში ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა.

საგარეო პოლიტიკა: ევროატლანტიკურ სივრცეში დროული ინტეგრირება.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: სამხარეო (ქართული ისტორიული და თანამედროვე ევროპული (მეტწილად ესპანური) გამოცდილების გათვალისწინებით “ასიმეტრიული რეგიონალიზმის” მოდელი უნდა განხორციელდეს. ზოგ მხარეს განსაკუთრებული სტატუსი სჭირდება) სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპარლამენტო (დასაშვებია შერეული, საპარლამენტო-საპრეზიდენტო მოდელიც (პოლონური ტიპი))

პარტია დაარსდა: 1978 წ., პირველი რეგისტრაცია – 1990 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: ვახტანგ ძაბირაძე, ლევან ბერძენიშვილი, ვახტანგ შონია, დავით ბერძენიშვილი. ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოწვევა არ არის შეზღუდული) – პოლიტსაბჭო (36 წევრი) – კომიტეტი (მოწვევა არ არის შეზღუდული, ირჩევს ყრილობა – 7 წევრი) – თავმჯდომარე – ივლიანე ხაინდრავა (კომიტეტი ირჩევს მომდევნო ყრილობამდე, ბოლოს აირჩიეს 1996 წ.) - წევრთა რაოდენობა: 1500, აქტიური - 800-მდე.

1 რეგიონალური და 30 რაიონული ორგანიზაცია.

1990 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „დემოკრატიული საქართველო“ (ილია ჭავჭავაძის საზოგადოებასთან, თავისუფალ დემოკრატთა კავშირთან და სხვებთან ერთად), მიიღო ხმების 2%, პარლამენტში ჰყავდა 3 მაჟორიტარი წარმომადგენელი პარტიიდან.

1992 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, ევროატლანტიკური არჩევანი, დემოკრატიული სივრცის გაფართოება, დემოკრატიული კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შექმნა.

1995წ. აპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 1,65%, პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავდა.

1995 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: აფხაზეთის პრობლემის გადაჭრა. სამხარეო მოწყობა. სამოქალაქო საზოგა დოების ჩამოყალიბება.

1991 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს უჭერდა ნოდარ ნათაძეს.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს უჭერდა აკაკი ბაქრაძეს.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, რადგან მიაჩნია, რომ ხელისუფლება უაღრესად კორუმპირებულია, ცალკეულ არაკორუმპირებულ წარმომადგენლებს აქვთ სავიზიტო ბარათის ფუნქცია. სულ უფრო ძლიერდება საბჭოთა წარმომავლობისა და ცნობიერების ხალხის წილი, გამოჩნდნენ ქართული ფინანსური სამრეწველო ოლიგარქიებიც.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: მხარდამჭერთა ხელმოწერები. 1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: ადამიანის ცხოვრებისა და შრომის ღირსეული პირობების შექმნა. მოქალაქისა და ერის უსაფრთხოების დაცვა. ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა. მართვის სისტემის გამარტივება. ბიუროკრატიული აპარატის შემცირება. ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებების გაზრდა. ჯარში გაწვევასთან ერთად პროფესიული სისტემის დანერგვა, რათა მომავალში ჯარი სრულად პროფესიული იყოს. დასაქმების პროგრამის განხორციელება. უმუშევრად ჩაითვლება ადამიანი, რომლის შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. სახელმწიფო საპენსიო სისტემის გარდა დაგროვებადი ხასიათის საპენსიო სისტემის ამოქმედება. ჯანდაცვის სფეროში სავალდებულო სადაზღვევო სისტემის შემოღება. საშუალო განათლების სრული სახელმწიფო დაფინანსება. კორუმპირებული ხელისუფლების შეცვლა ფინანსურ რესურსებს გამოათავისუფლებს.

მისამართი: თბილისი, ათონელის ქ., 31/2 ტელ.: 93 25 36, ფაქსი: 93 25 36,

E-mail: cdc@access.sanet.ge,

ინტერნეტის გვერდი: www.mesame-gza.org.ge

საკონტაქტო პირი: დავით ბერძენიშვილი – აღმასრულებელი მდივანი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9