სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს სამეფო ლიგა (სსლ)

პარტიის ლიდერი დავით ფავლენიშვილი

დევიზი: „ღმერთი, მეფე, მამული“

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე

პარტიის საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: საკუთრების მრავალსახეობრივი ფორმების სამართლებრივი გარანტიების დამკვიდრება. ტრადიციული სამეურნეო დარგების აღორძინება.

საგარეო პოლიტიკა: ლიგა ქვეყნის საგარეო პოლიტიკას აყალიბებს ეროვნულ ინტერესებსა და საკაცობრიო ღირებულებებზე და განიხილავს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: კონსტიტუციური მონარქია

პარტია დაარსდა - 1995 წ., პირველი რეგისტრაცია - 07.11. 1997 წ., ხელახალი რეგისტრაცია - 20.02. 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: 1. საქართველოს ისტორიულ საგვარეულოთა და მათ თანამდგომთა (თავად-აზნაურთა) საკრებულო 2. ალექსანდრე ბატონიშვილის საზოგადოება 3. ქართველთა კავშირი „ბოლნური ჯვარი“.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 3 ლიწადში ერთხელ) - საბჭო (ირჩევა 3 წლით - 13 წევრი: დავით ფავლენიშვილი - მეურვე, დავით არაბიძე, ზვიად ბატიაშვილი, ნოდარ მოდებაძე, მორის მუსერიძე, ნუგზარ მღვდელაძე, თეიმურაზ ნეფარიძე, მარინე ტატიშვილი, ლალი ფავლენიშვილი, ვიქტორ ფხალაძე, ირაკლი ჩოლოყაშვილი, მაია ერისთავი, რუსუდან ერისთავი) - მეურვე (კენჭისყრით ირჩევა 3 წლით, ბოლოს აირჩიეს 1997 წ.).

წევრთა რაოდენობა: 1350, აქტიური - 250. 14 რაიონული ორგანიზაცია.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: მხარდამჭერთა ხელმოწერები, რწმუნებული - მორის მუსერიძე.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: 1. ნამდვილად ეროვნული ხელისუფლების შექმნა 2. ნამდვილად დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო 3. ეკონომიკურად აღორძინებული

საქართველო 4. სოციალურად უზრუნველყოფილი საქართველო 5. კულტურულად აღორძინებული საქართველო 6. სარწმუნოებრივად ურყევი საქართველო 7. თავისუფალი კავკასიის სახლის თავისუფალი წევრი – საქართველო.

მისამართი: თბილისი, ჩუბინაშვილის ქ., 21, ტელ.: 95 14 98

საკონტაქტო პირი: თინათინ მეიფარიანი - პრეს-ცენტრის მდივანი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9