სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს სახელმწიფოებრივ-ეროვნული მთლიანობის პარტია „სამშობლოს ფარი“

პარტიის ლიდერი ამირან ნადარაია

დევიზი: „საქართველო უპირველეს ყოვლისა“

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: ფართედ უნდა განვითარდეს მეწარმეობა, დასაქმდეს ხალხი. მრეწველობის

ისეთი დარგების განვითარება, რისთვისაც საჭირო ნედლეული ძირითადად ადგილზე მოიპოვება (უარი უნდა ითქვას ე.წ. გიგანტების მშენებლობაზე). უნდა განვითარდეს: ენერგოსისტემა (ძირითადად მცირე ჰესების ხარჯზე), სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობა, კვების მრეწველობა, სამთო-მოპოვებითი, გადამმუშავებელი მრეწველობა, მინერალური და სასმელი წყლების ჩამოსხმა. ტურიზმი და საკურორტო ქსელი, სამხედრო-თავდაცვითი მრეწველობა და კოსმიური კვლევა და საერთოდ მეცნიერება (მოწინავე ტექნოლოგიები). არ უნდა მოხდეს სტრატეგიული ობიექტების, ისტორიული ძეგლებისა და ეროვნული ღირსშესანიშნაობების პრივატიზაცია და მიწის გაყიდვა. მიწა უნდა გაიცეს მხოლოდ მემკვიდრეობისა და იჯარით გაცემის უფლებით.

საგარეო პოლიტიკა: პროდასავლური ორიენტუცია. ამავე დროს ყველა და მითუმეტეს მეზობელ ქვეყნებთან თანასწორუფლებიანი, ურთიერთხელსაყრელი, მეგობრული ურთიერთობა. ამ ეტაპზე ნეიტრალური პოზიციის დაკავება, შემდგომში ნატოში გაწევრიანების პერსპექტივით. მუშაობა „ერთიანი კავკასიური სახლის”

იდეის განხორციელებისათვის. რუსეთის გავლენის სფეროდან და დსთ-დან გამოსვლა. რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა ჩვენი ტერიტორიიდან და ნებისმიერი უცხო ქვეყნის ჯარების დისლოკაციის არ დაშვება ქვეყანაში. ნებისმიერი გზით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება – პირველ რიგში პოლიტიკური მოლაპარაკების მეშვეობით, ამ მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნების აქტიური, ქმედითი დახმარების მიღწევა.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული (მითუმეტეს ამ ეტაპზე ტერიტორიული მოწყობის სხვა ვარიანტი გამორიცხულია. რაც შეეხება კონფედერალურ მოწყობას, ეს ნებისმიერ ეტაპზე კატეგორიულად მიუღებელია)

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპარლამენტო სისტემა საპრეზიდენტო მმართველობით.

პარტია დაარსდა: 1992 წ., პირველი რეგისტრაცია – 1992 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: ამირან ნადარაია, გიორგი ცირეკიძე, ანზორ ბახია, რეზო სალია, ნოდარ გახარია, კახა ნადარაია, მერაბ გულუა. 1994 წელს საქართველოს სახელმწიფოებრივ-ეროვნული მთლიანობის პარტიის სახელწოდებას დაემატა „სამშობლოს ფარი”.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – მთავარი კომიტეტი (ირჩევა 4 წლით) - დარბაზი (ირჩევა 4 წლით - 25 წევრი: ამირან ნადარაია – თავმჯდომარე, გიორგი ცირეკიძე, იროდი ბეჟაშვილი, თამაზ აბულაძე – თავმჯდომარის მოადგილეები, ანზორ ბახია, ნოდარ გახარია, ნინო მუმლაძე – წევრები) – თავმჯდომარე (ირჩევენ 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.) – დარგობრივი სამსახურები (ირჩევა 4 წლით - 31 წევრი).

წევრთა რაოდენობა: 3500, აქტიური - 1400. 18 რაიონული ორგანიზაცია. რეგიონალურს პრინციპულად არ აყალიბებს (წინააღმდეგია ამგვარი დაყოფის).

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 1%-მდე. პარლამენტში ჰყავდა 1 წარმომდგენელი.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 1%-ზე ნაკლები.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს არავის უჭერდა.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იმიტომ, რომ მას არ გააჩნია ეროვნული იდეოლოგია, არ ითვალისწინებს ერისა და ქვეყნის ინტერესებს, ქვეყანა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ზნეობრივ კრახამდე მიიყვანა. დაამშია ხალხი, დააკნინა ეროვნულ-პატრიოტულ-მებრძოლური სულისკვეთება, დოკუმენტებიდან ამოიღო ეროვნული რეკვიზიტები და არ აშენებს ქართულ ეროვნულ სახელმწიფოს.

მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის ქ., 10. ტელ.: 39 44 65; 93 47 66.

საკონტაქტო პირი: ამირან ნადარაია – თავმჯდომარე.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9