სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს სოციალ-დემოკრატთა კავშირი (სსდკ)

პარტიის ლიდერი ზურაბ თოლორაია

პოლიტიკური მიმართულება: მემარცხენე-ცენტრისტული (უფრო ცენტრისტული)

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: 1. სოფლის მეურნეობა 2. მსუბუქი მრეწველობა 3. საკურორტო მეურენობა და ტურიზმი.

საგარეო პოლიტიკა: ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისათვის და საერთოდ პარიტეტულ საწყისებზე, ურთიერთსასარგებლო საწყისებზე ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან, ნეიტრალიტეტის პრინციპითა და მშვიდობისათვის ყველა პირობების შექმნა რეალიზაცია. პარტიის ლიდერი მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპი.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: სამხარეო (მიგვაჩნია, რომ ყველაზე სასურველია უნიტარული სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა, მაგრამ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ და სასურველისა და რეალურს შორის უნდა ავირჩიოთ. დღევანდელი რეალობიდან საქართველო ფედერალურია)

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპარლამენტო (საპარლამენტო სისტემა უფრო მისაღებია საქართველოსათვის)

კავშირი არის საქართველოს მოქალაქეთა მოძრაობა

„სიცოცხლისათვის” - სამართალმემკვიდრე. მოძრაობა „სიცოცხლისათვის” შეიქმნა 1995 წ., სახელწოდება შეიცვალა 1997 წ., ხელახალი რეგისტრაცია გაიარა1998 წ.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – კომიტეტი (ირჩევა 4 წლით- 7 წევრი) – თავმჯდომარე – ზურაბ თოლორაია (ირჩევენ 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.) – სამდივნო (ირჩევა 4 წლით - 3 წევრი).

წევრთა რაოდენობა: 1500, აქტიური - 80. 15 რაიონული ორგანიზაცია (ნაწილი - ჩამოყალიბების სტადიაში). 1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა ბლოკში „სიცოცხლისათვის“, მიიღო ხმების 1,51%, არ ჰყავდა წარმომადგენელი პარლამენტში.

1995 წ. საპროგრამო პრიორიტეტები: მოსახლეობის სოციალური დაცვა, სახელმწიფოსაგან გარანტია, დასაქმება. ეკონომიკის განვითარება, ეროვნული წარმოების განვითარება დაცვა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, საშუალო ფენის შექმნის ხელშეწყობა.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს უჭერდა ჯუმბერ პატიაშვილს.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს შემდეგი მიზეზებით: მოსახლეობის უაღრესად მძიმე სოციალური მდგომარეობა, უმუშევრობა, აღვირახსნილი კორუფცია, სოციალური დაცვის არავითარი გარანტია, უპასუხისმგებლობა, მხოლოდ დაპირებები. ქვეყანა სხვა ქვეყნების ბაზრად იქცა, ჩამკვდარია ეროვნული წარმოება. დაპირებები მრავლადაა. იმ ნაწილში რასაც ის ქვეყნისთვის და მოსახლეობისათვის კარგს გააკეთებს მხარს ყოველთვის დაუჭერთ.

მისამართი: თბილისი, თემქ-ის 10ბ კვარტ., მე-3 კორპ., ბინა 44. ტელ.: 60 36 64.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9