სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს სპორტსმენთა კავშირი (სსკ)

პარტიის ლიდერი ედიშერ მაჩაიძე

დევიზი: „ჯანსაღი ერი – ძლიერი სახელმწიფო“

პოლიტიკური მიმართულება: ცენტრისტული საპროგრამო

პრიორიტეტები:

ეკონომიკა: ქვეყნის ეროვნული მეურნეობის კონკრეტული კონცეფციის შემუშავება გარდამავალ ეტაპზე საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის გათვალისწინებით. საგარეო პოლიტიკა: მეზობელ და სხვა ქვეყნებთან კეთილმეგობრული, პარტნიორული ურთიერთობანი, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვადასხვა საკითხებში.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: სამხარეო

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო

პარტია დაარსდა: 1994 წ., პირველი რეგისტრაცია – 1994 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: ვეტერანი სპორტსმენები.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – მთავარი კომიტეტი (ირჩევა 4 წლით - 31 წევრი: ედიშერ მაჩაიძე – თავმჯდომარე, მანუჩარ მაჩაიძე,საქართველოს პოლიტიკური პარტიები

ლერი ხაბელოვი, თემო ყაზარაშვილი - თავმჯდომარის მოადგილეები, ვალერი გიორგობიანი – გენერალური მდივანი) – თავმჯდომარე (ყრილობა ირჩევს 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.).

წევრთა რაოდენობა: 11200, აქტიური - 3050.7 რეგიონალური და 41 რაიონული ორგანიზაცია.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: საქართველოს სპორტსმენთა ახალგაზრდული კავშირი. დაარსდა 1998 წ., გაერთიანებულია 1200 წევრი, არ არის იურიდიული პირი. ლიდერი – ნანა ყაზარაშვილი. მისამართი: თბილისი, კონსტიტუციის ქ., 6. ტელ.: 95 30 06, ფაქსი: 95 74 38.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „რეფორმატორთა კავშირი – ეროვნული თანხმობა“ („რეფორმატორთა კავშირი“, პოლიტ.გაერთ. „კოლხეთი“), მიიღო ხმების 2,78%, პარლამენტში ჰყავდა 1 მაჟორიტარი წარმომადგენელი პარტიიდან. 1995 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: 1. ეკონომიკა 2. საგარეო პოლიტიკა 3. სახელმწიფო ტერიტორიალური მოწყობა 4. სახელმწიფო სისტემის მოწყობა 5. ეროვნებათშორისი ურთიერთობანი 6. ახალგაზრდა თაობის ჰარმონიული აღზრდა 7. ნაციონალური ღირსების აღდგენა 8. ნაციონალური სახელმწიფოებრივი პრიორიტეტი.

1998 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „ეროვნული თანხმობა” („რეფორმატორთა კავშირი “).

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს უჭერდა ედუარდ შევარდნაძეს.პარტია დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს მხარს უჭერს ნაწილობრივ – საგარეო კურსი სავსებით მისაღებია, არ ეთანხმებიან საშინაო კურსს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრები – ვალერი გიორგობიანი, მანუჩარ მაჩაიძე. რწმუნებული – კობა ყაჭრიშვილი.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: 1. ქვეყნის ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენა 2. ერის კონსოლიდაცია 3. ერის გაჯანსაღება 4. დემოკრატიული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი რეფორმების შემუშავება პოლიტიკის, ეკონომიკის, განათლების, ფიზიკური აღზრდის და სპორტის საქმეში, მათი ცხოვრებაში გატარება 5. ქვეყნის ეროვნული მეურნეობის კონკრეტული კონცეფციის შემუშავება, გარდამავალ ეტაპზე საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თავისებურებების გათვალისწინებით. მიწაზე კერძო და სახელმწიფო საკუთრების შეხამება ქვეყნის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად 6. კეთილმეგობრული, პარტნიორული ურთიერთობანი მეზობელ და სხვა ქვეყნებთან, მათთან ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობების განმტკიცება 7. ტერიტორიული ერთეულების ჩამოყალიბება ქვეყნის ეროვნული მეურნეობის, სოციალური და ეკონომიკური ნიშნების გათვალისწინებით 8. საპრეზიდენტო მმართველობა 9. რწმენაზე, ნაციონალიზმზე და სამართლიანობაზე დაფუძნებული დიდი საქართველო, რომელმაც ღრსეული ადგილი უნდა დაიმკვიდროს ახალ მსოფლიო წესრიგში.

მისამართი: თბილისი, კონსტიტუციის ქ., 6. ტელ.: 96 98 79, ფაქსი: 95 74 38.

საკონტაქტო პირი: ტარიელ სხირტლაძე – აღმასრულებელი მდივანი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9