სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს ქრისტიანულ-სოციალური კავშირი

პარტიის ლიდერი ავთანდილ ჩიტაძე

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე-ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: 1. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა როგორც სახელმწიფოს მმართველობის მაღალ ეშელონებში, ასევე მრეწველობაში და სახალხო მეურნეობის ყველა დარგში 2. საქართველო უნდა გახდეს მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანა 3. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება 4. მხარს დავუჭერთ ნავთობპროდუქტების წარმოებას, გადამუშავებას და ტრანზიტს 5. განვავითარებთ და რეკონსტრუქციას ჩაუტარებთ ბათუმის, ფოთისა და სოხუმის პორტებს. საგარეო პოლიტიკა: 1. საქართველოს ევროპის სახლში სრული ინტეგრაცია და უახლოეს დროში ევროკავშირში გაერთიანება 2. ვისურვებდით უფრო მჭიდრო კავშირს გერმანიასთან, საფრანგეთთან, აშშ-თან და სხვა კაპიტალისტურ სახელმწიფოებთან 3. ვიღვაწებთ კავკასიის, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი რეგიონის ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო პარტია დაარსდა: 2.09. 1998 წ., პირველი რეგისტრაცია – 25.09. 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: ავთანდილ ჩიტაძე, ლალი გონგლიაშვილი, ლალი მჭედლიშვილი, მიშა ჭოლოკავა, ანზორ ჯაყელი.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) – გამგეობა (ირჩევა 2 წლით - 11 წევრი: ლალი გონგლიაშვილი, ლალი მჭედლიშვილი, გუგული მჭედლიშვილი, ბიძინა მშვენიერაძე, ლეილა ბუხრაშვილი, მიშა ჭოლოკავა, ლუდმილა კვეკვესკირი, ჯუმბერ ბლიაძე, მერაბ ქავთარაძე, ლია ბაწელაშვილი, ხათუნა წოწკოლაური) - თავმჯდომარე (ფარული კენჭისყრით ირჩევენ 2 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.) წევრთა რაოდენობა: 12300, აქტიური - 160.8 რაიონული ორგანიზაცია.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: საქართველოს ქრისტიანულ-სოციალური კავშირის ახალგაზრდული ორგანიზაცია. დაარსდა 2.09. 1998 წ., გაერთიანებულია 21 წევრი. არ არის იურიდიული პირი. ლიდერი – ილო ბერუაშვილი.

1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობდა საარჩევნო კანონის არასრულყოფილების გამო.

პარტია დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს მხარს უჭერს ნაწილობრივ, მთლიანად დაუჭერს მხარს თუ იგი ორიენტირებული იქნება დასავლეთზე.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: მხარდამჭერთა ხელმოწერები, რწმუნებული - ჯუმბერ ბლიაძე.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: საქართველოს სრული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისათვის ბრძოლა. საქართველოს ევროპის სახლში სრული ინტეგრაცია და უახლოეს დროში საქართველოს ევროკავშირში გაერთიანება. ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ეკონომიკური კრიზისიდან. ქვეყანას უხელმძღვანელებთ ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკით. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ საშუალო ფენა დადგეს ფეხზე. საერთოდ მოსახლეობისათვის ისეთი პირობების შექმნას, რომ მათ დაჩაგრულად კი არ იგრძნონ თავი, არამედ მათ თავისი შრომით თავიც ირჩინონ და სურვილისამებრ შესძლონ დასვენებაც. ვიღვაწებთ მომავალი თაობების პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდისათვის. საშუალო სკოლაში უფასო სწავლების დაფუძნებისათვის, პარალელურად მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ამაღლებისათვის. პარტია ჩადგება ყველა მოქალაქის სამსახურში, მისი პოლიტიკა მიმართული იქნება მოსახლეობის ყველა ფენისაკენ. პარტია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ქრისტიანული მორალით და ქრისტიანული ღირებულებებით.

მისამართი: რუსთავი, მეგობრობის ქ., 12-1. ტელ.: 15 33 33, მობილური: (899) 56 27 49.

საკონტაქტო პირი: ავთანდილ ჩიტაძე - თავმჯდომარე.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9