სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს ჰუმანისტური პარტია (სჰპ)

პარტიის ლიდერი როსტომ ლორთქიფანიძე

დევიზი: „სამშობლო, ღმერთი და ადამიანი“

პოლიტიკური მიმართულება: ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრება ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით. ქვეყნის ეკონომიკის მაგისტრალური მიმართულებების გარკვევა და ამ ბაზაზე საშუალო კლასის ფორმირება. სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობით პროცესში. მიწაზე კერძო საკუთრება შესაბამისი საფინანსო-საკრედიტო მომსახურების გარანტიებით. საგარეო პოლიტიკა: საქართველო არის უნიტარული სახელმწიფო, რომელიც შედგება სამი ეკონომიკური ზონისაგან (კოლხეთი, იბერია, კახეთი). საქართველო პარტნიორებს ეძებს ეკონომიკური, პოლიტიკური და ზნეობრივი ღირებულებების მიხედვით.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო (საქართველოს სულიერი წინამძღვარი არის კათალიკოს-პატრიარქი, რომლსაც ირჩევს ერი და ამტკიცებს მსოფლიო პატრიარქი) პარტია დაარსდა: პირველი რეგისტრაცია – 10.07. 1999 წ.

დაარსების ინიციატორები: დეკანოზი როსტომ ლორთქიფანიძე, მიხეილ გაფრინდაშვილი, გურამ მირცხულავა, თეიმურაზ შენგელია (პარტია არის მსოფლიო ჰუმანისტური აზროვნების მემკვიდრე, რომელიც ეფუძნება ქართული ნეოპლატონიზმის თეორიას და ქართველი ერის კულტურულ მემკვიდრეობას)

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) – დარბაზი – სახალხო სათათბირო (ირჩევა 2 წლით – წევრების რაოდენობა განუსაზღვრელია) -თავმჯდომარე – როსტომ ლორთქიფანიძე (საერთო კენჭისყრით ირჩევენ 2 წლით, ბოლოს აირჩიეს 1999 წ.).

წევრთა რაოდენობა: 4500, აქტიური -1000.რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციები – ჩამოყალიბების სტადიაში. ახალგაზრდული ორგანიზაცია: დაარსდა 10.07. 1999 წ., გაერთიანებულია 1500 წევრი. არის იურიდიული პირი. მისამართი: თბილისი, ჩიტაძის ქ., 11. ტელ: 93 45 59.

ბეჭდვითი ორგანო: ჩამოყალიბების სტადიაში.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, რადგან თანამედროვე ხელისუფლებას არ გააჩნია მკვეთრად გარკვეული კურსი ქვეყნის მსოფლიო კულტურაში ინტეგრაციისა, არ გააჩნია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა, ამიტომ კორუფციამ, უზნეობამ და კრიმინალმა მოიცვა ქვეყანა, რაც სახელისუფლო სტრუქტურების პოლიტიკის პირდაპირი შედეგია.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: მხარდამჭერთა ხელმოწერები. 1999 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობს ბლოკის „XXI საუკუნე – ქართული ნაციონალიზმი“ პარტიული სიებით.

1999 წ. საპროგრამო პრიორიტეტები: ზნეობრივი და ჰუმანისტური საზოგადოების შექმნა უნდა იქცეს სახელმწიფოს მოღვაწეობის ფუნდამენტად. პარტია საზოგადოებას განიხილავს ერთ მთლიან და განუყოფელ ორგანიზმად. ეს მოსაზრება უნდა იქცეს ჩვენი დემოკრატიის უმთავრეს პრინციპად, რასაც კონსტიტუცია და კანონი დაიცავს. საქართველო არის უნიტარული სახელმწიფო, რომელიც შედგება სამი ეკონომიკური ზონისაგან (კოლხეთი, იბერია, კახეთი).

პოლიტიკური პროცესები იმართება თავისუფალი არჩევანისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპით. სახელმწიფო არის ხალხის რჩეული მმართველობითი ორგანო, რომლის მოვალეობაა დაიცვას სახელმწიფოს ღირსება და ხელი შეუწყოს ქვეყნად თავისუფალი და შემოქმედებითი პრინციპის განხორციელებას. საქართველოს მოქალაქედ ითვლება ის პიროვნება, ვინც საქართველოს აღიარებს თავის სამშობლოდ და პრაქტიკული ქმედებით ასაბუთებს მისი ძლიერების იდეას. საქართველო პოლიტიკურ პარტნიორებს ირჩევს კულტურული, ზნეობრივი და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს ჰუმანისტური პარტია აშშ-ს განიხილავს რა როგორც დემოკრატიის ფლაგმანს მსოფლიოში, შესაძლებლად მიიჩნევს საქართველო დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსით შევიდეს მის შემადგენლობაში.

ეს საკითხი უნდა გადაწყდეს რეფერენდუმის მეოხებით. პარტიას დამნაშავეთა იზოლაცია

არ მიაჩნია ჰუმანისტურ აქტად. სახელმწიფომ დანაშაული უნდა შეაფასოს მისი ფულადი

ექვივალენტით და პატიმარს საშუალება უნდა მიეცეს საკუთარი შრომით აანაზღაუროს დანაშაული.

მისამართი: თბილისი, ჩიტაძის ქ., 11. ტელ: 93 45 59.

საკონტაქტო პირი: როსტომ ლორთქიფანიძე

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9