სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს „ჰელსინკის კავშირი - ეროვნული აღორძინება“

პარტიის ლიდერი თენგიზ კიკაჩეიშვილი

დევიზი: „ადამიანის ულებათა დაცვის გზით დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოს აღორძინებისაკენ“

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე

პარტიის საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: კერძო საკუთრება კერძო მესაკუთრის ინიციატივით და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკით.

საგარეო პოლიტიკა: დასავლეთზე ორიენტირებული

„კავკასიური სახლი” უნიტარული სახელმწიფო.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო

პარტია 1976 წლიდან არის „საერთაშორისო ამნისტიის” (ცენტრი - ლონდონში) წევრი, 1990 წლიდან არის „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ასოციაციის” (მაინის ფრანკფურტი) ასოცირებული წევრი.

პარტია დაარსდა - 1976 წ., პირველი რეგისტრაცია - 1990 წ., ხელახალი რეგისტრაცია - 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) - გამგეობა (ირჩევა 4 წლით - 5-7 წევრი: თენგიზ კიკაჩეიშვილი - თავმჯდომარე, ცენტრალური გამგეობის წევრები: ნუკრი ბაღდავაძე, ილარიონ მიროტაძე, თორნიკე ამაშუკელი, ზურაბ მანჩხაშვილი) – თავმჯდომარე (ყრილობა ირჩევს 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1997 წ.).

წევრთა რაოდენობა: 3500, აქტიური - 1500. 12 რეგიონალური და 50 რაიონული ორგანიზაცია.

ბეჭდვითი ორგანო: „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, დაარსდა 1997 წ., ფასი - 40 თეთრი.

1990 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ბლოკმა მიიღო ხმების 54%. პარტიას ჰყავდა 14 წარმომადგენელი პარლამენტში: 9 - პარტიული სიით, 5 - მაჟორიტარი.

1992 წ. და 1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია არ მონაწილეობდა, გამოაცხადა ბოიკოტი, ეროვნული დაუმორჩილებლობა.

1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში პარტია არ მონაწილეობდა არადემოკრატიული საარჩევნო კანონისა და მმართველობის უზურპაციული ფორმების გამო. 1991 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს უჭერდა ზვიად გამსახურდიას.

1995 წელის საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს არავის უჭერდა. პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: მხარდამჭერთა ხელმოწერები, რწმუნებული -ელმირა მესხიშვილი.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: 1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამართლებრივი გადაწყვეტა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა 2. კორუფციის პრობლემა და მისი გადაწყვეტა სახელმწიფო დონეზე 3. ეროვნულ უმცირესობათა სამართლებრივ - პოლიტიკური გარანტიები 4. ადამიანის უფლებანი და ძირითადი გარანტიები 5. დასავლეთზე ორიენტირებული „კავკასიური სახლი” 6. უნიტარული სახელმწიფოს აღმშენებლობა 7. საქართველოს სრულფასოვანი დამოუკიდებლობის აღდგენა, კანონიერების აღზევება, დემოკრატიული, სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების გატარება 8. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, კერძო საკუთრება მიწაზე 9. ეროვნულ-ტრადიციული ეკონომიკის თანამედროვე ინდუსტრიულ საფუძველზე მოწყობა და დემოკრატიული მმართველობა გამომდინარე კერძო, სათემო და ეროვნულ ურთიერთობათა საწყისებიდან. 10. საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების რეალური გამიჯვნა, პოლიტიკური ცხოვრების დემოკრატიზაცია, აზრთა და პოზიციათა პლურალიზმის რეალური დაშვება, ადმინისტრაციული აპარატის სრული დაქვემდებარება არჩევითი ხელისუფლებისადმი.

მისამართი: თბილისი, დოლიძის ქ., მე-17 კორპ., ბინა 31. ტელ.: 33 47 19, ფაქსი: 33 47 19.

საკონტაქტო პირი: თენგიზ კიკაჩეიშვილი -თავმჯდომარე.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9