სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

სახალხო პარტია

პარტიის ლიდერი მამუკა (ივანე) გიორგაძე

დევიზი: „სახალხო პარტია - ხალხით და ხალხისათვის“

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე-ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის ხელის შეწყობა, მათზე გადასახადების შემცირების გზით. კონკურენტული გარემოს შექმნა. სოციალური საბაზრო მეურნეობა. ლიბერალიზაცია. ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის მინიმიზაცია.

საგარეო პოლიტიკა: ევროატლანტიკური ინტეგრაცია. რეგიონალური თანამშრომლობის განმტკიცება. „აბრეშუმის გზის“ დიდი პროეტის რეალიზაციისათვის მაქსიმალური ხელის შეწყობა.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: სამხარეო (ესპანური ვარიანტის უნიტარული სახელმწიფო, ზოგიერთი მხარისათვის ავტონომიის მინიჭებით)

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპარლამენტო 1995 წლიდან პარტია არის ქრისტიან-დემოკრატიული ინტერნაციონალის მუდმივი წევრი და 1998 წლიდან - სახალხო პარტიათა პანევროპული ფორუმის დამფუძნებელი წევრი.

პარტია დაარსდა 1917 წ., პირველი რეგისტრაცია – 1992 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 1997წ.

დაარსების ინიციატორები: გიორგი ჭანტურია, მამუკა გიორგაძე.

პარტია არის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამართალმემკვიდრე. 1996 მაისში ირინა სარიშვილისა და პარტიის ერთი ჯგუფის მიერ წესდების დარღვევით მოხდა პარტიის გაყოფა. მეორე ჯგუფმა მამუკა გიორგაძის ხელმძღვანელობით არსებულ საქართველოს სახალხო პარტიასთან (თავმჯდომარე გ. სიხარულიძე) 1997 წ. შექმნა სახალხო პარტია.

ორგანიზაციული სტრუქტურა: კონგრესი (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – მთავარი კომიტეტი (ირჩევა 4 წლით - 21 წევრი) – მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმი (ირჩევა 4 წლით - 7 წევრი: მამუკა გიორგაძე – თავმჯდომარე, გიორგი კობახიძე - გენერალური მდივანი, ვანო ხუხუნაიშვილი, გურამ ჩახვაძე, მიხეილ ჯიბუტი, გიორგი გოგნიაშვილი) – თავმჯდომარე (ფარული კენჭისყრით ყრილობა ირჩევს 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1997 წ.). წევრთა რაოდენობა: 15000, აქტიური - 7000.8 რეგიონალური და 75 რაიონული ორგანიზაცია.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: ახალგაზრდული სახალხო მოძრაობა. დაარსდა 1997 წ., გაერთიანებულია 5000. ლიდერი: თემურ კუპატაძე. მისამართი: თბილისი, უზნაძის ქ., 56, ტელ.: 96 14 50, ფაქსი: 93 57 98,

ბეჭდვითი ორგანო: „სახალხო პარტია“ (ბიულეტენი), ტირაჟი - 5000.

1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ების არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: 23 პარლამენტის წევრი, რწმუნებული – გია მჭედლიძე.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: ქვეყანაში გამეფებული უკანონობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. პარტიის სამოქმედო პროგრამა მოსახლეობის პრობლემების მოგვარების პროგრამაა, რომლის რეალიზება შეცვლის ცხოვრებას უკეთესობისაკენ. სახალხო პარტიის გამარჯვება საქართველოს პარლამენტის არჩევნებში კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პროცესებში მონაწილეობის პერსპექტივებს. ევროპულ სტრუქტურებთან ნაყოფიერი ურთიერთობის დამყარებას დიდად შეუწყო ხელი სახალხო პარტიის აქტიურმა პოლიტიკამ. პარტია იბრძოლებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისათვის.

მისამართი: თბილისი, უზნაძის ქ., 56, ტელ.: 96 03 69, ფაქსი: 93 57 98,

E-mail: pppress@parliament.ge

საკონტაქტო პირი: ზურაბ ღონღაძე - პრეს-სამსახურის უფროსი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9