სა სე სრ
სრრ სრუ

„სრულიად საქართველოს წმიდა ილია მართლის საზოგადოება“ („წმიდა ილია მართალი“)

პარტიის ლიდერი ვახტანგ ცაგარეიშვილი

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე

დევიზი: „მამული, ენა, სარწმუნოება”

პარტიის საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: თავისუფალი.

საგარეო პოლიტიკა: ლოკალური თავისუფალი კავკასიური კონფედერაცია.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო

პარტია დაარსდა 1988 წ. დეკემბერს, პირველი რეგისტრაცია -1990 წ. სექტემბერს, ხელახალი რეგისტრაცია - 1998 წ. თებერვალს.

დაარსების ინიციატორები: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) - გამგეობა (ირჩევა 4 წლით.

წევრები: ვახტანგ ცაგარეიშვილი - თავმჯდომარე, ზურაბ ცხადაძე, კახა ჭანტურია, ამირან ფირცხალავა, ქეთევან აბდალაძე) – თავმჯდომარე (ირჩევა 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1997 წ.).

წევრთა რაოდენობა: 1400, აქტიური - 200. 17 რაიონული ორგანიზაცია.

1990 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „მრგვალი მაგიდა - თვისუფალი საქართველო”, ბლოკმა მიიღო ხმების 54%, პარლამენტში პარტიას ჰყავდა 15 წარმომადგენელი პარტიული სიით.

1990 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს ტერიტორიიდან სსრკ ჯარების გაყვანა, დამოუკიდებელი პოლიტიკისა და ეკონომიკის შექმნა.

1992 წ. და 1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია არ მონაწილეობდა, გამოაცხადა ბოიკოტი.

1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში პარტია არ მონაწილეობდა, რადგან ამ არჩევნებს არც პოლიტიკური, არც არანაირი შინაარსი არ ჰქონდა.

1991 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს უჭერდა ზვიად გამსახურდიას.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს არავის უჭერდა. პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, რადგან ხელისუფლება არის ანტიხალხური, ანტიეროვნული, ადამიანის უფლებები მხოლოდ სასპეკუ-ლაციოდ გამოიყენება, უმარტივესი სიცოცხლისა და შრომის უფლება არის ხელყოფილი, ანუ ადამიანი რომელიც ავად გახდება, მას გადარჩენის არანაირი გარანტია არ გააჩნია

მკურნალობის თვალსაზრისით, ვინც მუშაობს, მას არავითარი გარანტია არა აქვს, რომ ხელფასს მიიღებს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: მხარდამჭერთა ხელმოწერები, რწმუნებული - ბლოკის რწმუნებული - ჯუმბერ ბლიაძე.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,

მისი სამართლებრივი საფუძვლების შექმნა და ფაქტობრივი რეალიზაცია. ელემენტარული ადამიანის უფლებების რეანიმაცია. სახელმწიფოს ძირითადი პარამეტრების ჩამოყალიბება და ქვეყნის გადაქცევა ღერძული ტიპის სახელმწიფოდ.

მისამართი: თბილისი, ჩუბინაშვილის ქ., 50. ტელ.: 92 03 18.

საკონტაქტო პირი: ვახტანგ ცაგარეიშვილი, ზურაბ ცხადაძე.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9