ბა ბე ბზ ბნ ბო
ბაგ ბაზ ბამ ბატ ბაყ

ბატონის მოედანი

– თბილისის გალავნით შემოსაზღვრულ ძირითად ნაწილში ორი ვრცელი მოედანი არსებობდა. ერთი მათგანი – ციხის ან თათრის მოედანი მეტეხის ხიდის სიახლოვეს იყო, დღევანდელი გორგასლის მოედნის ადგილზე, მეორე კი – ბატონის ან მეფის (იგივე „ზემო“) მოედანი მდებარეობდა სიონსა და ანჩისხატს შორის, ამჟამინდელი ერეკლეს მოედნის სამხრეთით. ზოგჯერ ბატონის მოედანს აიგივებენ ხოლმე ერეკლეს მოედანთან, რაც სწორი არ არის. მოედნის ირგვლივ განაშენიანება მთლიანად მოისპო აღა–მაჰმად–ხანის შემოსევისას. ეს მიდამოები ხელახლა განაშენიანდა მე–19 საუკუნეში იმგვარად, რომ შუასაუკუნოვანი დაგეგმარებიდან არაფერი შემორჩენილა.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9