ბოლო დრომდე არსებობდა ხიდი მდინარე ვერეს ქვედა დინებაზე (გმირთა მოედანთან), რომელიც მეფე როსტომის ზარაფთუხუცესმა ხოჯა ბეჰბუდამ ააშენა. ხიდი აშენდა მნიშვნელოვან საქარავნო გზაზე – „დიღმის გზაზე“, რომელიც აწინდელი ლენინის ქუჩის ხაზზე გადიოდა. სამწუხაროდ, ხიდი წინდაუხედავად გაწირეს მოედნის რეკონსტრუქციისას 1981 წელს. იხ. ვერის ხიდი.
Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.