ფა ფე ფო ფრ ფუ
ფონ

ფონიჭალა

ეს სამრეწველო-საცხოვრებელი რაიონი განლაგებულია თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ერევანისკენ მიმავალ რკინიგზასა და მტკვარს შორის (სოფელ სოღანლუღის მიდამოებში), მომავალი განაშენიანებისათვის გათვალისწინებული ტერიტორიის ფართობი 800 ჰექტარს აღწევს. საცხოვრებელი რაიონის მშენებლობა განპირობებულია ამ ტერიტორიაზე სამრეწველო-სასაწყობო ზონის არსებობით. სამოსახლოდ გათვალისწინებული ადგილი ტერასებად აყვება თელეთის მთის ფერდობს.

პროექტის მიხედვით საცხოვრებელი ზონა სამ უბანზე განაწილდება (არქიტექტორები, მ. გოგიშვილი, ი. კოჩინევა, კ. ტალიაშვილი) სოფელ სოღანლუღის ადგილზე, რუსთავის გზატკეცილსა და რკინიგზას შორის, ასევე ზედა ბაქანზე სადგურის გარშემო, სამივე მონაკვეთი გაერთიანდება სკვერებისა და მოედნების სისტემით, რომელიც რაიონულ პარკს შეერწყმება. ძირითად საცხოვრებელ უჯრედებს წარმოქმნიან თავისებური შიდა ეზოების გარშემო განლაგებული 9-სართულიანი სახლები პროექტი ითვალისწინებს ამ უბანში 18 ათასი მცხოვრებლის დასახელებას.

ფონიჭალა ორი ნაწილისაგან შემდგარი სიტყვაა. „ჭალა“ მცენარეულით დაფარულ მდინარის პირს ნიშნავს, ხოლო „ფონი“ მდინარეზე გადასასვლელს.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9