ბა ბე ბი ბო ბრ ბუ ბჭ
ბუდ ბუზ ბუკ ბულ ბუნ ბუჟ ბურ ბუღ ბუჭ ბუხ ბუჯ

ბური, ბურის კეტი, მართხაფი

გრძელტარიანი და ბრტყელპირიანი რკინის იარაღი, რომელიც გამოიყენებოდა კლდის მასივის ამოსახვრეტად მისი აფეთქების მიზნით. ბურის კეტები არიან სხვადასხვა ზომისაა. კლდის გახვრეტას იწყებენ მოკლე ბურებით და ხვრელის ზრდასთან ერთად გადადიან გრძელი ბურების მოხმარებაზე. ბურს ამუშავებს ორი ხელოსანი, ერთი ატრიალებს ხელში, ხოლო მეორე უროს არტყამს ზემოდან. ბურის კეტით გახვრეტილში ჩაიყრება „ლაღმი“ და ააფეთქებენ ქვის მასივს.
ლიტ.: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9