კა კბ კე კვ კი კლ კო კრ კუ
კუბ კუდ კუთ კულ კუნ კუპ კურ კუს კუტ კუწ კუჭ

კულა

  1. ხისგან გაკეთებული ღვინის ორიგინალური სასმისი, რომლისთვისაც საუკეთესო მასალა იყო ძელქვის, ბზის, ურთხელის, კაკლის ხე. კულას აქვს მასიური ოვალური ტანი და გრძელი ყელი. ყელთან პატარა რქა აქვს სმისას თითის გამოსადებად. კულიდან ღვინო რაკრაკით გადმოედინება. კულებს არცთუ იშვიათად ამკობდნენ ვერცხლის დეტალებით და ძვირფასი ქვებით. კულას ამზადებდნენ მწარე კვახისაგანაც, რომელიც ორშიმოს მსგავსად მუშავდება (იხ. ორშიმო). ასეთ კულას ყელში უდგამენ ხის ტიხარს ღვინო რომ ძუნწად მიაწოდოს და ღვინის სმის პროცესი გაახანგრძლიოს. ხშირად კვახის კულას ამკობდნენ წარწერებითა და ორნამენტებით, არცთუ იშვიათად უკეთებდნენ ინკრუსტაციას სხვადასხვა ქვებით (მაგ., გიშერი).
    ე. ნ.
  2. ქვებით აგებული ოთხკუთხი სვეტი, რომელიც მოხევეთა სახლში დედაბოძის მოვალეობას ასრულებდა.
    ე. ნ.
    Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9